ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2014


მაპატიე!

გაქცევა მსურს, წამს მოველი,
გვამს ავითრევ ჩემივ ხელით,
რომ დახუჭავს იგი თვალებს
და ჩაუთვლის სიზმარს ვალებს....

ავითრიე, დამიმძიმდა,
მთის ძირამდე მაინც ვზიდე,
წმინდა მთას მე ვერ დავლაშქრავ,
მივწვდე ეგებ თოვლის კიდეს...

ვერ ავდივარ, ვერც ვეხები,
მოვიკრიბე მთელი ღონე,
ვყვირი და ასე მგონია
მთელ ქვეყანას გავაგონებ:
-მე შენამდე ვერ მოვსულვარ,
სულ ვიძახი დღეს ან ხვალეს,
თუ გიყვარვარ, თეთრო ზვავო,
აგორდი და ჩამიტანე!

ვყვირი, ვფიქრობ ამ ხმაურზე
აბობოქრდეს ეგებ ზვავი,
ვყვირი, მაგრამ უპასუხოდ
ვდგავარ მთასთან, როგორც კრავი...

...აქ ისეთი სიჩუმეა,
რომ ხმაურობს პეპლის ფრთებიც,
უკან წასვლა მომიწევს და
ამ ფიქრისგან ცივად ვკრთები...

მაპატიე!
მაპატიე!
მაპატიე, რომ არა მაქვს
ძლიერი და მარჯვე ფრთები...

გაქცევას რა აზრი ჰქონდა?!

ჩემ ლეშს უკან ვუბრუნდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები