ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2014


ხხხ

ახლ ცა უფრო ახლოსაა,ვიდრე მანამდე,
ხოლო მიწაზე დაბოგინობს სიცარიელე,
მინდა განცდები დაობებულ ფურცელს გავანდო,
და სულ ცოტა ხნით მოვიცილო გიჟის იერი,

ცა ახლოსაა ,მაგრამ უფალს ვერსად ვპოულობ,
ცა ახლოსაა და ღრუბლებიც გახდნენ ნისლები,
აქ ყველაფერი,ყველაფერი ხდება დროულად,
ხოლო მიწაზე  ამინდიც კი ისე იცვლება,

რომ  რწმენას კარგავს,ღმერთს უარყოფს ადამიანი,
რადგან თავისი უმწეობა არ სურს იწამოს,
მაჯებს ისერავს,თოკებს ნასკვავს,ტირის,ღრიალებს,
რომ დაამტკიცოს.სხვებს აჯობოს-გარდაიცვალოს,

მთელი სამყარო ამ ჯადოსნურ წრეზე ტრიალებს,
თავებს იკლავენ,სხვებს ხოცავენ-ღმერთის სახელით,
უფალში-უფლის შეყვარება-არის იოლი,
მაგრამ თუ მაინც მოახერხებ იმის გამხელას,

რომ შენ უფალში-შეიყვარე ადამიანი,
ბედს შეეგუე,შენც ჩემსავით გიჟად ჩაგთვლიან,
მერე ჩემსავით დაიჯერე,რომ ხარ ნიავი,
რომ დაგცინიან,არ გიმჩნევენ -ესეც მადლია...


ახლ ცა უფრო ახლოსაა,ვიდრე მანამდე,
ხოლო მიწაზე დაბოგინობს სიცარიელე,
ღამის განცდები დაობებულ ფურცელს გავანდე,
და სულ ცოტა ხნით მოვიცილე გიჟის იერი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები