ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

გაუქმებული ლიანდაგები

და მე მოვდივარ არცთუ შორიდან,
მსურს მოგიტანოთ:
თვალებით - სითბო;
ხელისგულებით - მონატრება;
მხრებით - ტკივილი...
ეს ადრე იყო,
ლიანდგებს მოვყავდი თქვენთან
და მატარებლის ფანჯრებში, ვით
ჩარჩოებში პეიზაჟები ისახებოდა:
ათასფერი, ათიათასი...
ხან სახეები, ხანაც - გარემო,
ისეთი, მხოლოდ აქ რომ ნახავ,
გადააწყდები...
მერე და მერე ლიანდაგებს მოედო ხავსი...
ვერ მოვდიოდი...
ვერ ვიგებდი როგორ იყავით...
რა გტკიოდათ, რა გიხაროდათ...
დახავსებული ლიანდაგები მარწუხებად მექცნენ თითქოსდა...
ბორკილებადაც...
და გადავწყვიტე, რომ
მე მოვიდე...
მე მოვიდე არცთუ შორიდან...
მოგიტანოთ:
თვალებით - სითბო,
მონატრება - ხელისგულებით...
თქვენც ხომ იგრძენით:
ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებთ...
ვაკუუმში ვართ უერთმანეთოდ
და ფილტვები გვისკდება თითქოს...
შენ ჟანგბადი ხარ ჩემთვის მგონია
და მე კი - შენთვის,
ჰოდა:
მოვდივარ....
ხავსმოკიდებულ ლიანდაგებს გამოვყები ფეხით შენამდე...
არაა შორი მანძილი თურმე,
თუ გულით ვზომავთ,
თუ გულს უნდა გულთან მივიდეს...
რომ არ მოვიდე,
ყულფივით ყელზე წამიჭერენ ლიანდაგები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები