ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2014


დ ე დ ა ს თ ა ნ ...

      დ ე დ ა ს თ ა ნ
(ბოლომდე  საკითხავი)


ტკაცუნობს  შეშა  ცეცხლშია
ქარ  უნდოდ  დადის  ჭერშია
რარიგ  კარგია  დედასთან 
ლაღობს  ე  გულიც  ჩემშია.

უტკბესი  სიცოცხლეზედა
ბარტყი  მყავ  ქალაქაშია.
სხვად  აქ  არასა  ვღონდები
გავდივარ  ბარაქაშია.

მიჰყვება  დღეებ  ერთურთსა
დრონიც  წესრიგად  გადისა
ხან  შამუახვევთ  ხინკალსა
ნიკაპზეც  ერბო  ჩაგვდისა

ხან  დამბალ  ხაჭოს  ჩავათლით
ტაფაში  ერთ  ბეწვ  წყალშია
გალღვება  ერბოს  ჩავადებთ
მოთუხთუხდება  წამშია.

მე  ბევრჯერ  ხინკალს  მირჩევნავ
ბევრჯერ  ვერ  გავცვლი  მწვადშია
სულ  მუდამ  გემრიელია
წვიმაშია  თუ  დარშია.
                                                                   
ეს  აისითა  კერძია
არ  არის  არცერთ  ერშია
თუ  მაგის  მასალები  გაქ
კარგ  ლუკმა  გიპყრავ  ხელშია.

მაგისით  საქებიცა  გვაქ
გამართულიც  ვართ  წელშია
რა  სჯობავ  მაგით  კვებასა
რა  კარგად  ჩადის  ყელშია.

ვზივართ  ვიგონებთ  ბევრ  რასამ
ენა  რას  აღარ  იტყვისა
ე  თოვლ  სუც  აღარას  გვიშლის
ზამთარმა  ესე  იცისა.

ბუნებამ  სხვაფრივ  იძალა
ჭუჭყს  ალბათ  ისიც  იცლისა
ვინც  მორჩილობა  იმისა
იფიქრა  მისთვის  იცლისა.

ხანდახან  ისი  მგონავის
წყალ-ჭალა  ჩემ  თავს  ითხოვსა
ემაგად  მინდა  უყურო 
ჭალაზე  კიდევ  ილტოსა.

პირველა  ნაბიჯნ  აქ  დავდგი
თვალნიც  აქ  ამიხილესა
საწუთროს  აქ  მოვევლინე
ყოფნაც  აქ  დამიდგინესა.

აქ  იშვიათსა  ბუნებას
გორებ  რო  შამაუვლესა
ამ  საოცრებას  მრავალთა
კარებიც  შამაუღესა.

აქ  იმად არი  სხვა  სითბო
დღემდ  რაზეც  არვის  უთქომსა
რო  აქითაით  დავიწყე
ბალღობა  გულს  ის  მითბობსა.

აქ  ვეშურვები  სიცოცხლეს
საწუთრო  სხვას  რას  მამცემსა
ვიცი  მიმუხთლებს  ერთ  დღესა
მიწას  უსულოდ  დამცემსა.
                                                                 
მოვა  მიქელა  კმაყოფით
შავ  მიწას  ჩამაღირებსა
გულს  ვის  მხურვალედ  დავწყვეტავ
მუდმივად  დამაცილებსა.

მშვიდობით  მერე  სუყველავ
შვილ  მწარედ  დამიტირებსა
დედა  ტკივილით  გულმწარედ
რას  არარ  დამატირებსა.

ჩემ  საგლოვნელად  მოსულთა
ბევრს  გულით  აატირებსა
ნამდვილ  კი  ვიცი  ტკივილი
საფლავს  ვერ  ამაცილებსა.

ილტოც  მიდგება-მოდგება
ზეცით  ცრემლ  დაიცლებისა
ახლად  გადაყრილ  მიწაზე
ყვავილნიც  დაიცვრებისა.

კოპალას  მადლმა  გიშველოთ
ჩემ  შვილც  მან  დაიფაროსა
მუხლმოყრილ  იმას  ვაღონებ
ერთ  ესეც  ამიხდინოსა.

ჩემ  დედა  იყოს  ჯანმრთელი
დღეგრძელმა  გაიცინოსა
უფლის  წყალობით  მან  ტკბილმა
ცუდ  ყველა  აიცდინოსა.

და  გულმხურვალე    სიყვარულს
ვინც  უქმნის  უდღეგრძელოსა
უფალმ    ლურჯ  ლამაზ  თვალებში
ხალისი  უხერხემლოსა.

ჩემს  სადიდებლად  ხანდახან
ერთ  ჭიქა  წააქციოსა
ეკალნი-ბარდნი  საფლავზე
ცისთვალად  მააქციოსა.

ვარდნი-იანი  მუდამცა
გიხალისებდეთ  თვალ-გულსა
უფალ  აღარა  ბადებდეს
არავის  ჩემფერ  დაგულსა.
                                      02/03.12წელი .დედასთან                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები