ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2014


ორიგამი

ხიროსიმელი გოგონა, სასაკი სადაკო გარდაცვალებამდე აკეთებდა წეროს ორიგამებს. იაპონური ლეგენდის თანახმად, წეროს სურვილის ასრულება შეუძლია.



რამდენი ცარიელი ფურცელი დამიგროვდა!
სამელნე – გამხმარი იების იკებანა,
ვერც გადასაგდებად გავიმეტე,
მიდევს მაგიდაზე,
ვასველებ სასაკი,
იქნებ მეტაფორა ამოვიდეს...

შენ ფიქრობ უძილობა რაიმე შუაშია?
ან იქნებ ასაკი?
-აჰ, არა!
ეს მე ვარ, შენსავით პატარა გოგონა,
რომელსაც თმები და სისხლი
თანაბრად უთეთრდება,
როდესაც არაფერს არ წერს და დაღლამდის,
ქაღალდის წეროებს აკეთებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები