ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2014


შარშანდელ თოვლს მოყოლილო


გიყურებდი და ასე ვფიქრობდი:
საჩუქარი ხარ უფლის ნეტავ,
თუ სასჯელად გამომეცხადე?!
თუ არც ერთი ხარ და არც მეორე,
მაშ, გამომცდელი ყოფილხარ ჩემი,
მე კი ვიცი,
რომ განსაცდელებს ვღებულობ მშვიდად,
მივდევ დინების მიმართულებით,
ჰოდა ვფიქრობდი ჩემი სიმშვიდით,
მე არ გაგიხდე დაუძლეველი...
ეს მანამ, ვიდრე ამოგიცნობდი.
ისე აგიხდეს ყველა სიკეთე,
კეთილგანწყობამ  თუ მოგიჭირა
ძველი, ბავშვობის ფეხსაცმელივით.
ჰოდა თვითონვე ისე აორთქლდი,
როგორც ნაპირს მოვარდნილი ტალღების ქაფი
და აწი, თვალსაწიერს არ შეეხები რაკი,
დამილოცნიხარ, ვიცი გჭრდება,
ვიცი, ხვალიდან  გაგიჭირდება,
ღმერთმა ყველა სიკეთე მოგცეს,
შარშანდელ თოვლს მოყოლილო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები