ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: თარგმანი
20 ნოემბერი, 2014


აბრაჰამ ლინკოლნის წერილი შვილის მასწავლებლებს

                                                                 


            ”ცხადია მესმის, რომ მას მოუწევს გაიგოს რომ ყველა ადამიანი სამართლიანი არ არის  და არც ყველაა გულწრფელი, მაგრამ ამავდროულად  ასწავლეთ, რომ ყოველ  ვერაგზე ადამიანზე,  თითო გმირი მოიძებნება, ხოლო  ყოველ ეგოისტ პოლიტიკოსზე - თითო  ერთგული ლიდერი. ასწავლეთ, რომ  თუ გამოუჩნდება მტერი, -  მარტო აღმოჩნდება მის წინაშე... 

ვიცი, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ თუ შეძლებთ, ასწავლეთ,  რომ შრომით ნაშოვნი ერთი  დოლარი, ნაპოვნ ხუთ დოლარს ჯობია.

ასწავლეთ  თამაში და  მოგების სიხარულის განცდა. თუ შეძლებთ, აარიდეთ  ყალბ ემოციებს და ასწავლეთ ღიმილიანი ირონიის  საიდუმლო.  რაც შეიძლება ადრე აუხსენით რომ  ცხვირაწეულის  და ბაქიას დამარცხება ძალიან ადვილია.  თუ შეძლებთ, გაუღვიძეთ წიგნების ინტერესი, ოღონდ  ასევე მიეცით  თავისუფალი დრო, ისეთ სამარადჟამო, მშვენიერ საიდუმლოზე დასაფიქრებლად, როგორიცაა  ჩიტები ცაში, მზის სხივებში გახვეული ფუტკრები  და მწვანე ფერდობზე გადაჩითული ყვავილები.

სანამ სკოლაშია, ასწავლეთ, რომ უფრო საპატიოა წარუმატებლობის ატანა და მოთმენა,  ვიდრე თაღლითობის ჩადენა.  ასწავლეთ,  სჯეროდეს საკუთარი იდეების მაშინაც კი, როცა ყველა უმტკიცებს რომ შეცდომას უშვებს... ასწავლეთ იყოს დამთმობი  - სათნო ადამიანებთან, ხოლო მტკიცე და შეუვალი  - სასტიკ ადამიანებთან.

შეეცადეთ მისცეთ ჩემს ბიჭს ძალა, -  როცა ბრბოს ცხოველური ინსტინქტი მართავს, - არ აჰყვეს მას. 
ასწავლეთ მოუსმინოს ყველა ადამიანს, მაგრამ ასევე აუხსენით, რომ გაგონილი, ჭეშმარიტების ცხრილში გაატაროს  და მხოლოდ ის კარგი გამოარჩიოს რაც ცხრილქვეშ დარჩება.

თუ შეძლებთ, ასწავლეთ  სიცილი  დარდის დროს... ასწავლეთ რომ ცრემლებში სამარცხვინო არაფერია.
ასწავლეთ  ცინიკოსების დაცინვა და აუხსენით - აერიდოს ზედმეტ ქებას. ასწავლეთ გაყიდოს ცოდნა, გონიერება და ძალა ყველაზე ძვირად, მაგრამ არასოდეს ივაჭროს საკუთარი გულით და სულით.

ასწავლეთ, არ მოუსმინოს ბრბოს რომელიც ყვირის და  უსტვენს და თუ მიაჩნია რომ მართალია, შეუპოვრად დადგეს  საბრძოლველად.

თბილად მოექეცით, მაგრამ ზედმეტ სირბილესაც ნუ გამოიჩენთ, რადგან მხოლოდ ცეცხლით იწრთობა მტკიცე ფოლადი.

ნება დართეთ იყოს  გამბედავი და შეუპოვრი... ნება მიეცით იყოს მამაცი. ასწავლეთ,  სჯეროდეს საკუთარი თავის, რადგან მაშინ  ყოველთვის ექნება დიდი რწმენა კაცობრიობისადმი. 

ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ დაფიქრდით რის გაკეთებას შეძლებთ... ის ისეთი კარგია, ჩემი პატარა ბიჭი!”


აბრაჰამ ლინკოლნი
1855 წელი.
-----------------------------------------------------------------------------------------

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _


"I understand he will have to learn that not all people are fair, not everyone is honest. But teach him also that for every  scoundrel there is the hero that every selfish politician there is a dedicated leader. Teach him that if there is an enemy, then there is one.

It will take time, I know, but if you can, teach him that one earned dollar is much more valuable than five matches. Teach him how to play and enjoy the victories. If you can, take it from the grandstanding of emotions, educate secret low laughter. Let him know as soon as possible to win best braggarts and scuffing. If you can, teach him to be interested in books of ... But also give him free time to ponder the eternal mystery: birds in the sky, bees in the Sun, and flowers on a green hillside.

When he is at school, teach him that much more esteemed than to fail than swindle of ... Teach his faith in his own ideas, even if everyone says to him that he is mistaken to ... Teach him to be lenient with soft and hard is cruel.

Try to give my son the strength not to follow the crowd, when all lend themselves to the herd instinct of ... Teach him to listen to all people, but teach him also sift all he hears, through a truth and cull only the good that is.

If you can, then teach him laughing in sorrow of ... Teach him that there is no shame in tears. Teach him to laugh at cynics and beware of too much sweet stuff. Teach him to sell his mind and force of the high price, but never to trade neither heart nor soul. Teach him not to listen to the whistle crowd, but to stand and fight, if it feels right.

Treat him gently, but without excessive tenderness, because only the test of fire makes fine steel. Let him be an implacable courage. ... allow him to be brave. Teach him to always have more faith in yourself, because then he will always have a lot of faith in humanity.

This is not an easy thing, but see what you can do ... He's such a good, my little son! "


1855, Abraham Lincoln.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები