ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2014


შეგონება-შვილს*

შეხედე ამ მთებს,ამ მთებს იქით ჩემი სახლია,
ჩემი მდინარე,ჩემი მდელო,ჩემი ზღაპარი,
ნეტავ ვიცოდე,ამ ქალაქებს რა თავს ვახლიდი,
ბეთქილს და დალის ნეტავ რატომ გამოვეპარე?!

შეხედე ამ ცას,ამ ცის იქით ცემი ცებია,
იქ, მთვარე არის ნათელი და უფრო ამაყი,
იქ,ერთგულებას არასდროს არ გეფიცებიან,
მწვერვალებს შორის გაკიდულა ნისლი ჰამაკად,

შეხედე ქუჩებს,სევდიანს და ატალახებულს,
ჩემი ქუჩები-საცალფეხო ბილიკებია,
სადაც სირბილით ავუყვები უფლის ნაფეხურს,
ანგელოზები ცის კალთებთან მეგებებიან,

ამ მთებს შეხედე,ამ მწვერვალებს,მე ნუ მიყურებ,
მე ეტალონად შენთვისაც კი არ გამოვდგები,
შუბლზე მაკოცე და რომ გახვალ კარი მიხურე...
შენ მოახერხებ სამყაროსთან ომის მოგებას,

ამ მთებს შეხედე!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები