 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 21 ნოემბერი, 2014 |
ხომ ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ რამხელა სიხარულია საყვარელ ქალს დასდევდე კუდში, და ყველა კაპრიზს უსრულებდე გააზიზებულს. დაუზარებლად გადიოდე სახლიდან დილით, ვიწრო ფარდულში ყიდულობდე ახლად შემოსულ ხილს, ბოლო ხურდას იქ ტოვებდე, მუყაოსფერი ცელოფნით ხელში გზას გაუყვე სწრაფი ნაბიჯით. დაღლა ვერ იგრძნო მის სახლამდე ისე მიხვიდე, და კარზე მიმდგარს, გული უცებ შეგივიწროვდეს. მერე რამდენი ზარი მისცე, ტანში გივლიდეს, ანდა რამდენი აკაკუნო მოკლე შუალედით, იმდენი მუხლი მოგეკეცოს მის მოლოდინში. თბილ ოთახში კი ჩამოუჯდე რაფაზე ფრთხილად, მღელვარება რომ დაიოკო, მიაყურადო მტვრიან ხილს როგორ გადაავლებს წყალს და დაჯდება, რომ ნებიერად შეექციოს მირთმეულ ნობათს. ფანჯარას ოდნავ შეაღებდე, რადგან ეწევი, კვამლს კი ფიქრივით აცილებდე ქუჩის გადაღმა, და ვიდრე გიხმობს ასე იჯდე მშვიდი და თვლიდე, თუ რამდენ კურკას შეაგროვებს მომცრო მუჭებში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მეწვრილმანე არ. . დეტალები. .
კარგია მეწვრილმანე არ. . დეტალები. .
კარგია
9. მეგობრებო, მადლობა მეგობრებო, მადლობა
7. ძალიან მიხარია რომ ასეთი სიყვარული არსებობს სადღაც. :) ძალიან მიხარია რომ ასეთი სიყვარული არსებობს სადღაც. :)
6. მადლობის მეტი რა მეთქმის... მადლობის მეტი რა მეთქმის...
5. ძალიან კარგი რამეა, ძალიან სათნო, და პოეტურად დანსახული! ძალიან კარგი რამეა, ძალიან სათნო, და პოეტურად დანსახული!
4. თბილად გამეღიმა... :) თბილად გამეღიმა... :)
3. თოკო <3 ვგიჟდები მე თქვენზე :))) თოკო <3 ვგიჟდები მე თქვენზე :)))
2. amor, amor... :)
"კვამლს კი ფიქრივით აცილებდე ქუჩის გადაღმა,"
amor, amor... :)
"კვამლს კი ფიქრივით აცილებდე ქუჩის გადაღმა,"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|