ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
3 დეკემბერი, 2014


ბ ე ღ უ რ ა დ ა ა ლ უ ბ ლ ე ბ ი

    ბ ე ღ უ რ ა  დ ა  ა ლ უ ბ ლ ე ბ ი


ჰო  აპრილო,  მინდა  გითხრა,
შენი  მოსვლა  ჩემთვის ღირდა.
ალუბლები,,  იცი  შენგან,
როგორ  მალე გაიჩირთა.

მერე , თეთრად  შეიმოსა,
ცის  დანახვა  გამიჭირდა.
ხოდა ,, ბოლოს  გავიხედე
და  ბეღურა  ამიხირდა.

მწიფე,  მწიფე  ალუბლებთან,
არ  მიმიშვა,  გამიკვირდა.
მეწყინა  და  დედას  ვთხოვე,
დამიკრიფე,  ყველა  მინდა.

დედაჩემის შეეშინდა
და  ბეღურა გამიფრინდა.
ახლა,  მთელი  ალუბლები,
ჩემია  და  განა  ღირდა?.

ბეღურა  რომ ,გამიფრინდა,
გული  თითქოს,  შემიშინდა.
ალუბლები  იქით  იყოს,
მეგობრობა  არის  წმინდა.                               

ეჰ , ბეღურა,  მოდი  ჩემთან, 
გაბუტება  აღარ  გვინდა.
ალუბლები შენთვის  მინდა,
ახირება  შენი მწყინდა.
                                                                                             






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები