ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2014


შენთან სიყვარულმა მომიყვანა

შენთან სიყვარულმა მომიყვანა
მშვიდი საუბრების მონატრებამ.
მუხლი შენს პირისპირ მოვიყარე-
უიშვიათესი მომენტია...

როცა სიტყვებს ვეძებ, არ გამომდის,
შენ ეს უკეთ გესმის რათქმაუნდა.
კაუჭს ბოლო იმედს რომ გამოსდებ,
მთელი მომავალი-ვარაუდით.

ზოგჯერ ასეც ხდება,-უბადლოა,
ჩვენი მოქმედების მექანიზმი.
ჩემში სიყვარული იბადება,
განმეორებითი ფრანჩაიზით.

at walk <3

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები