ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2014


ლოცვა

ლოცვა იმისთვის, რომ სამოთხეში ვირებთან ერთად შევიდე
(ფრანსის ჟამი)
წავიდეთ ქვეყნის დასასრულამდე ფეხშიშველი და უხამური, წავიდეთ და ღმერთი ვიხილოთ.
შენ ჩემი ძმა ხარ, ნათესავი არამოწილე და მეგობარი,
შენ ჩემი ძმა ხარ.
ჩვენს სულებში გიზგიზებენ მითიური ზმანებები და ბალადები
და ყველა თავს ხრის ამ ზმანებებთან.
ჩვენს მახსოვრობის ყველა შრეში ჩაიმარხა გვამი სამზეო და ერთად ყოფნის მარადისობა.
მტლად ვერგოთ ყველა ისტორიის მტვრიან ფორმატებს, ამზეურებულ სიყალბიდან ზღვა დავადინოთ... ჩამკიდე ხელი.
მე მოგიძღვენი ყველა ჩემი სიმღერა და გული გაჩუქე, რადგან ყოველთვის გულს გვიკლავდა ერთი სურვილი, ჩვენს ხელებს ერთხელ მაინც ეთქვათ დიდი სიმართლე და და ამ სიმართლეს დარქმეოდა დიდი ქალაქი. იმის მოკირწლულ ქუჩებიდან ჩვენს ფეხის ხმას ჩაითვლიდნენ ეზოები და შენობები.
ჩვენი შვილების სიზმრად იქცა ეს სასწაული.
ამ ქალაქს მხოლოდ სიმღერა დარჩა, რომელსაც მიძღვნის ჩემი სატრფო ჟამიდან ჟამად.
წავიდეთ შალვა, და როცა წავალთ აღმასრულებლის პიჟამოებით,
ტუნიკებით და სახარებით, ყველა მეჩეთში, მიზგითში თუ სამლოცვველოში, აღვავლენთ ლოცვებს, ბაიათებს ავარაკრაკებთ.
ღმერთის ტრაპეზს ცრემლებით მოვრწყავთ, ნატერფალებს მოვაწყლიანებთ. ეს ჩვენს ღაღადისს ძალას შემატებს და ვიტყვით ასე:
რადგან ყოველთვის ჩვენს სურვილებს მოქმედებებს ვირული ახლდა შესაძლებლობა, ამტანობა და სიძაბუნე, ჩვენც დავიღალეთ სახედრულად და ახლა გვინდა სახიერო ყოვლად წმინდავ, ჩვენ ორთან ერთად კიდევ ოთხი გამოგვაყოლონ, რადგან იმათაც ვირული აქვთ ცხოვრების ბედი.
და შესანიშნავ ექვსეულის ერთხმოვანება შევუერთოდ ვირების ყროყინს.
" მე გევედრები, უფალო,
როცა ვირებთან ერთად
ამოვალ, ანგელოსებმა
რომ გვიპატრონონ შენთან,
მანდ სადაც ნაკადულები დაფარულია მწვანით
და ალუბალი ცახცახებს როგორც ქალწულის ტანი,
მოვალ ვირივით ნაჯაფი, გამიღე წმინდა სახლი"(ფრანსის ჟამი)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები