 | ავტორი: დევი ჟანრი: საბავშვო 24 ნოემბერი, 2014 |
ღრუბელს უნდოდა ჩემთვის ეკოცნა და უთენია მზესთან ილოცა, არ შეისმინა მზემ ღრუბლის ლოცვა, რა ენაღვლება, თვითონ ხომ მკოცნა. ადგა ღრუბელი და ზეცას მოწყდა, აღარ ისურვა მან მეტი მოცდა. გადაეღობა ქარი ეული, უხეში, შლეგი, გადარეული. _საით მიხვალო? მოგიწევს მოცდა, ამას დახედეთ, ზეცასაც მოწყდა! წვიმა წავა და მას გაატანე ნანატრი კოცნა, აცადე ხანი! უკან დაბრუნდა ღრუბელი მორცხვად, ახლა შეუდგა წვიმაზე ლოცვას, მზეზე საყვედურს ბურტყუნით ამბობს თან წვიმას ატანს სანატრელ ამბორს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საბავშოთ კარგია ნამდვილად. საბავშოთ კარგია ნამდვილად.
1. ცალკე შეიქმნას ,,საყმაწვილო,, განყოფილება))++ ცალკე შეიქმნას ,,საყმაწვილო,, განყოფილება))++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|