ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2014


გ ი ო რ გ ო ბ ი ს დ ღ ე ო, გ ი ო რ გ ო ბ ი ს თ ვ ე ო

            გ ი ო რ გ ო ბ ი ს    დ ღ ე ო
            გ ი ო რ გ ო ბ ი ს    თ ვ ე ო
 

გიორგობის  დღეო , გიორგობის  თვეო, 
შენი  შემწეობით,  ვიყოთ  უნდა  მძლეო.
აღმოსავლეთს  მივალ, მოვჭრა  უნდა  ხეო,
შენფერ  გამარჯვებას,  შეგთხოვ  გამიგეო.

ეგ  მახვილიც  მინდა,  გამომიმზადეო,
დიდი  გამარჯვების,  მოგვეც ბრწყინვის  დღეო.
შევარდნები  მახლავს,  ქმენ  მზიანი  დღეო,
ის  ვინც  მინდა  მალე,  ტყვედაც  ჩამიგდეო.

  შერკინების ჟინით,  მტერს  თვალ  დაუვსეო
და  გრიგალზე  მეტად, ჩვენ გვქმენ  მძლეთამძლეო,
მტერს  გზადაგზა  ყველა,  თავზე  დაამხეო,
ოქროს  ვერძი  მოგვაქვს, უნდა  წაგვიძღვეო.

გიორგობის  დღეო,  გიორგობის  თვეო,
შენი  მადლით  უხვად  პეშვი  აგვივსეო.        23/11/14წელი/
                                                                                დღე  გიორგობისა.


ძაღლი  კარში  არ  გაიგდეება 

დელგმა  წვიმაა,  ძაღლი  კარში  არ  გაიგდება,
გარეთ  უნდობლად  ენარცხება  ღვარცოფი  მეშჩანს,
და  მოტანტალებს,  სულს  მზაკვრობა  უმძინებს  ბედშავს,
მას  ხომ  ღირსება  არად  უღირს,  არც  უნდა  ბეჩავს,
აქ  ამ  სამყაროს,  რაც  მოვიდა,  ისეთად  შერჩა.
დელგმა  წვიმაა,  ძაღლი  გარეეთ  არ  გაიგდება,
კაცი  სარკმლიდან  გადაყურებს  გულღია  ვენახს,
ფიქრობს,  კარგია,  თუკი  ვენახს  ნაყოფი  შერჩა,
იქნებვა  ხვავი,
                          ბარაქა,  ჯვარი,
                          ყურძენი,  ბადაგი,
                          მაჭარი  და  კიდევ  შეშა,
                          ღვინო,  არაყი.
                          თათარა,  ტყლაპი ,
                          ჩამიჩი, ჩურჩხელა კაკლის,
                          საკვები  და  სასუქი
                          ჭაჭა,  მისი  ფოთლებიც 
                          საკვებია  ადამიანის,
                        ყვავილებიდან  იღებს
                        ფუტკარი  ნექტარს,
სწორედ  ამიტომ,  წმინდა  ნინოს  არჩევანს  შერჩა,
ეს  საოცარი  მცენარეა,  აპურებს  ნეტარს,
მედაბური  კი .............................................
ადამიანად  ყოფნა  ქვეყნად  ძნელია  მეტად............
                                                                                          23/11/14წელი.
                                                                                  დღე  მზიანი  გიორგობისა, კვირა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები