ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2014


* * *

აცივდა,თოვს და ნოემბერსაც დღეებს უთვლიან,
შავმა ღრუბლებმა,ლურჯი ზეცა ისევ დაიპყრეს,
მზემ,გეგონება დაივიწყა მისი ფუნქცია,
მალე ეს თოვლი დედამიწას ფიფქქვეს გაიფენს,

ისეთი ცაა,რომ გაფრენას ითკილებდი,
ქარმა ნამქერი შეაბერტყა ნაცრისფერ გორებს,
მაგრამ შენ როგორ,გალაქტიკის ღვთიურ ქმნილებას,
გიყვარდა ეს ცაც,და მე ახლა "მემენტო მორი"

მაგონებს წარსულს,ფიქრებს ნისლად მოედო დარდი,
ჩვენთვის ეს დღეა,ტკივილის და სევდის სათავე,
არაფერი გვაქვს,არაფერი ლექსების გარდა...
წლები ყველაფერს ერთმანეთში ისე ხლართავენ,

რომ მეც შენსავით ფრთების გაშლა მოვიწადინე,
შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ და მეც ვთავხედობ,
ჩემმა იღბალმაც მოიხურა შავი მანდილი,
მინდა,რომ სიკვდილს ბნელ თვალებში ისე ჩავხედო,

არ შემეშინდეს,დემონებმა თავი დახარონ,
დაღლილი სული მივათრიო ზეცის კიდემდე,
ლექსი–ფიფქებად მთელ პლანეტას გადმოვაყარო,
მერე?არ ვდარდობ თუ ფეხებზე დამიკიდებენ...

აცივდა,თოვს და ჩვენს ნოემბერს დღეებს უთვლიან.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები