ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2014


მარიამს

ცა რომ გეტევა თვალებში და მზეც გააორე,
ადრე ვამბობდი რომ მამიკოს მეტიჩარა ხარ,
შენ დამავიწყებ ყველ ტკივილს,დღეებს ნაომარს,
მე ახლა ვდგავარ შენი,მშვიდი ძილის დარაჯად,

მა,ჯერ არ იცი, რომ სამყარო არის–სანაგვე,
რომ აქ არავინ დაგაფასებს თუ არ სჭირდები,
მოგიყვებიან ჩემს შესახებ ზღაპრებს–არაკებს,
მაგრამ იცოდე,თუ ოდესმე გაგიჭირდება,

სხვას არ უსმინო,შენი გულის კარნახს მიენდე,
ნურაფრის ფასად შეელევი თავისუფლებას,
რადგან შეცდომას,აქ არასდროს გაპატიებენ,
აქ სასიკვდილოდ გაიმეტეს რადგან უფალიც,

მა,გეხვეწერბი მაგ თვალებში –მზე არ ჩააქრო,
სხვას არ მიბაძო,ნურავის ნუ დაემსგავსები,
და როცა გორებს სულ პირველი თოვლი დაათოვს,
არ დაგავიწყდეს ჩემთვის ღვინით თასის ავსება,

რადგან მე მოვალ,იმ თოვლივით მოგეპარები,
ეგ მზეთვალები,ვიცი მუდამ როგორ მელიან,
მა,შენ ხარ ჩემი მეტიჩარა,ჩემი თავნება,
შენ სამყარო ხარ,ანგელოზი,ჩემი ფერია,

ცა რომ გეტევა თვალებში და მზეც გააორე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს