ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2014


* * *

ვდგავარ მინდორში–თავფაფახა ბაბუაწვერა,
და როგორც ყველა მეც საკუთარ განაჩენს ველი,
ეს მოლოდინი,სიცოცხლეზე უფრო მწარეა,
მოდი,შემახა ფანტელივით ფაფუკი ხელი,

თუ სიკვდილია,დაე მივკვდე შენი ხელებით,
მსგავსი სიკვდილი–მე აქამდეც ბევრჯერ ვინატრე,
მოდი,იჩქარე თორემ ქარი ირგვლივ მევლება,
მოდი,იჩქარე,თორემ თავსაც ვეღარ იმართლებ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები