ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: თარგმანი
27 ნოემბერი, 2014


ანა ახმატოვა *** (მოდი მოსანახულებლად)

***
მოდი მოსანახულებლად, გელი.
მოდი. ისევ ცოცხალი ვარ. მტკივა.
ვინ გამითბოს გაყინული ხელი.
ამ ტუჩებმა თქვეს ,,კმარაო!" ცივად.

საღამოჟამს სავარძელი ჩემი
ფანჯარასთან მიაქვთ. ჩანან გზები.
ო, მიზეზად ხომ არ, ხომ არ მრჩები
შფოთვის მწარე, საბოლოო გზნების!

ქვეყნად რითღა შემაშინოს რამემ,
ფერმიხდილი, გაჭირვებით მქშენი.
საშინელი არის მხოლოდ ღამე,
როს თვალები მესიზმრება შენი.





А. Ахматова

***

Приходи на меня посмотреть.
Приходи. Я живая. Мне больно.
Этих рук никому не согреть,
Эти губы сказали: "Довольно!"

Каждый вечер подносят к окну
Мое кресло. Я вижу дороги.
О, тебя ли, тебя ль упрекну
За последнюю горечь тревоги!

Не боюсь на земле ничего,
В задыханьях тяжелых бледнея.
Только ночи страшны оттого,
Что глаза твои вижу во сне я. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები