ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2014


ტექსტთან ახლოს


ზღვასავით ლურჯი, თვალები - არა, მაისური,
ყელთან მობჯენილი დარდი კი არა ღილებია.
ძველი სახლებივით, განწყობას შეუჩნდნენ ავსულები 
და თმაში ჩამჭკნარი, შენი ჩაბნეული გვირილები
წუხელ მივაბარე ჩემი ოცნებების ჰერბარიუმს.

გზა არის კაშნესავით, კისერზე ბევრჯერ დახვეული
და ნიშნებს რომ ჰკითხო, უკუსვლის ნებართვას არ მოგცემენ.
სადღაც, ყელთან ახლოს ორი უთანაბრო ნაფეხური
წყდება, დუმილს არღვევს წამზომს გამობმული გულისცემა -
ტყის უღრან უბანში მარტო დარჩენილი  მიკიოტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები