ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2014


Requiem

მზის ჩასვლამდე მოვემზადე.
მახსოვს, როგორ ჩამოვიშალე თმა,
როგორ ჩამოვიფერთხე მხრებიდან
ჩამომჭკნარი ფოთლები და
როგორ დავიკრიფე გამჭირვალე მტევნები მუხლებზე -
მე დაველოდე...
და როცა სტუმარმა დაიგვიანა ,
ავხედე ჭერს და ვუთხარი :
"შენ გესმოდა ჩემი ნაბიჯების ექო,
გტკიოდი, როგორც მეასე,
მეასე ცხვარი და
უწყი, ვითარმედ
გვიან მოვდიოდი მე და მწყურვალს
პეშვით გასმევდი ნაგროვებ ცრემლებს,
გვიან მოდიოდი შენ და სუნთქვასავით ვიკავებდი
ალესილ სიტყვებს.
ნუ მაპატიებ!
ოღონდაც კიდევ,
კიდევ ერთხელ,
გათენებამდე..."
და როცა შუბლი ჩამოვადე  გაყინულ ხელებს,
მე აღარ მახსოვს გავჩუმდი თუ გაჩუმდა სახლი.
მე მზის ჩასვლისას გარდავიცვალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები