ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2014


სულელური წერილი

ჩემთან ახლა ნოემბრის მიწურულია. ცხელ ჩაის ისევ უშენოდ ვსვამ და ისევ მინდა გავიქცე ამ მოსაწყენი ქალაქიდან, ქუჩებიდან. ისე ვარ...შეიძლება გავგიჟდე! მთელი დღეა თვალს ვაპარებ ფანჯრისკენ იმ იმედით, რომ დავინახავ ახლადშობილ თოვლს და პატარა გოგოსავით გავიხარებ...ხომ გჯერა ამის?!
ახლა ჩემს ოთახში ღუნღლიანი ჩუსტებით დავდივარ, რომლებიც ძალიან ჰგვანან მოწყენილ ფისოს და მგონია, რომ ჩემი ფეხები მხოლოდ იმიტომ არსებობენ რომ ეს ჩუსტები ეცვათ. ისიც მგონია, ახლა რომ მხედავდე ბევრს იცინებდი და არც მე ჩამოგრჩებოდი... გახსოვს?! ერთხელ მკითხე რა მენატრებოდა ყველაზე მეტად, მაშინ პასუხი არ მქონდა, დღეს კი ვიცი რაც უნდა მეთქვა: სიცილი, ნამდვილი სიცილი...შენ რომ ახლა ჩემს წინ იდგე, იჯდე ან უბრალოდ იყო ამ სულელური წერილის წერის მაგივრად, ამჯერად მე გკითხავდი: ძვირფასო, როგორი ამინდია შენკენ? პასუხს კი  მნიშვნელობა არ ექნებოდა ჩემთვის, მხოლოდ დავტკბებოდი ყველა იმ ბგერით რომელიც შენი ხმისნაირია. მერე კი გადმოვცოცდებოდი საკუთარი თვალებიდან და ყველაფერს, ყველაფერს დავიმახსოვრებდი რაც ჩვენს ირგვლივ იქნებოდა.
დღეს, როცა შოკოლადიან ნაყინს ვჭამდი როგორ მომინდა თავ-პირი დაგვემტვრია ერთმანეთისთვის მოზრდილი ულუფის მისაღებად .ხომ ვიცი, ამ დროს  შენი თვალებიც შოკოლადიანი იქნებოდა...უგემური იყო  დღეს  ნაყინი...
შენ იცი როგორ მინდა გავიქცე ამ ქალაქიდან, ამ ქუჩებიდან, ამ ხალხიდან... სინამდვილეში კი მზად ვარ ასფალტს ჩავეხუტო, იმიტომ რომ აქ ყოველ ნაბიჯზე მოგონებებია... შენ იცი, რომ მე დიდიხანია უშედეგოდ ვეძებ  საკუთარ თავს,სხვის გულში და ვიცი ახლა როცა ამას კითხულობ სევდიანად გეღიმება და ხმადაბლა ამბობ:
„როცა ხელებს ჩასახუტებლად შლი,შენი ჯვარცმა ადვილია...“



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები