ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2014


გ ი ლ ო ც ა ვ (ვუძღვნი 1 დეკემბერს დაბადებულ მეგობარს)

        გ ი ლ ო ც ა ვ
(ვუძღვნი 1  დეემბერს 
დაბადებულ  მეგობარს)

გაძარცვულ  ხეთა  რიგებს, 
მივყვები  ახლა  მარტო.
შევყურებ  ზეცას  ისე,
თითქოს  ღრუბლებში  გნატრობ.

დეკემბრის  პირველ  რიცხვში ,
დღეს  მზიანი  დღე  მათბობს.
ხოდა,  ვესტუმრე  წარსულს
წამი  წამებით  მატკბობს.

გულწრფელ  მოლოცვას  ვგზავნი,
შორი  მანძილით  შენთვის.
შენ  კარგად  იცი  სიტყვებს,
რა  მყარი  გრძნობა  ერთვის.

მივყვები  ხეთა  მწკრივებს,
შიშველს  მიწვდიან  ხელებს.
ვეხები  მათ  და  ვხვდები,
ვეყრდნობი  უძრავ  მცველებს.

დგას  დეკემბერთან  ერთად,
ხეთა  შიშველი  მწკრივი.
წლები  დარდია,  როგორც,
ჩაშლილი  ძოწის  მძივი.

არ  ვიცი,  შენთვის  როგორ,
უფალს  რა  ვთხოვო ახლა.
აგიხდეს  ყველა,  რაც  კი
შენს  გულს სურვილად  ახლავს.

გაძარცვულ  ხეთა  რიგებს,
მართლა  მივყვები  მარტო.
დეკემბერს,  თითქოს  გავხარ,
თან  მარტივითაც  მარტობ. 

                                                   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები