ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
4 დეკემბერი, 2014


ჯეკპოტი



    ლოტოს გათამაშების გადაცემის ჩაწერაზე  მარტო არ წავედი და მეგობარიც წავიყვანე. საგანგებოდ ვარ გამოწყობილი .
თმაც კი დავივარცხნე სალონში.  ხალისიანი  და ბედნიერი ვარ. ყველა ჩემ გარშემო ტრიალებს. ლოტოს გათამაშების წამყვანი, უმშვენიერესი გოგონა  მეკითხება:
----რას აპირებთ მოგებული თანხით?
-----აუცილებლად დავეხმარები ბავშვთა სახლებს და ეკლესიას...
ციფრები თვალწინ მიტრიალებს და ხშირ- ხშირად ვიმეორებ: ორი,ხუთი,თერთმეტი,ოცი,ერთი,ოთხი
ამ დღეში რომ ვარ, უცებ გამეღვიძა.  მივხვდი სიზმარი იყო, არადა , ძალიან ცოცხალი და კარგი სიზმარი. ცხადი მეგონა,მაგრამ როცა მივხვდი,რომ სიზმარია, ხელით ტელეფონს გადავწვდი და ციფრების ჩაწერა დავიწყე. კლავიშების აწკაპუნებამ ჩემი ქმარიც გამოაღვიძა
-----ვის წერ , უბედურო, ამ შუაღამეზეო---შემომიღრინა.
ახსნას აზრი არ ჰქონდა და  ხვალ გეტყვი მეთქი,ვუპასუხე.
  ამ სიზმარმა ჩემი ცხოვრება შეცვალა...ცხოვრების ხალისი დამიბრუნა... სამსახურში ხალისიანი გავხდი,მეგობრებთან კარგ ხასიათზე ვარ და ვხუმრობ...ყველას მოვუყევი,რომ ციფრები დამესიზმრა და ადრე თუ გვიან,მაგ ციფრებით ჯეკპოტს მოვიგებ...
დავგეგმე, სად  და როგორ დავხარჯავ ფულს.  არავის დავტოვებ უსაჩუქროდ. ბიზნესი ხომ, თავისთავად, უნდა წამოვიწყო....
გათამაშება კვირაში ორჯერაა  და სამი კვირაა, არც ერთი სამშაბათი და პარასკევი არ გამომიტოვებია.  ყოველთვის ერთი და იგივე ბილეთს ვაკეთებ: 2; 5; 11; 20; 1; 4.
  მოგებამდე სულ ცოტა დრო დარჩა, ამიტომ ბიჭის სწავლის საფასურის  გადახდა რა პრობლემაა. ახლა ვისესხებ და მერე,რომ მოვიგებ, აგერ არ იქნება ფული?  სადარდებელი რაღა მაქვს....წვრილ-წვრილი ვალებიც მაქვს. ცოტას კიდევ მოიცდიან...მალე სამშაბათია , მე კი ბილეთი უკვე ნაყიდი მაქვს.
  ერთი თვე ამ მოლოდინში გავატარე.  ცოტა კი მომბეზრდა,მაგრამ ჯეკპოტი იმდენად დიდია, უკვე ექვსნიშნა რიცხვია  და  საკმაოდ ახლოსაა შვიდნიშნასთან, რომ ლოდინად ღირს.
დამესიზმრა და როგორ შეიძლება, არ მოვიგო.
ერთხელ სხვა გათამაშებაშიც ხომ მოვიგე....იღბლიანი ვარ.

  სამშაბათი დღე იყო,სკოლიდან ჩვეულებრივად მოვედი და სახლში საშინელი ამბავი დამხვდა.დედამთილს თავი აქვს წაკრული და ჩემი გოგონაც ანერვიულებულია. რა მოხდა მეთქი და  ხელში რაღაც კონვერტი მომაჩეჩეს....მაშინვე დიმა გავიფიქრე.  ვაითუ?
სასამართლოს უწყება აღმოჩნდა. ავღელდი და  ძლივს  წავიკითხე:
"ა/წლის ხუთ ოქტომბერს , სიჩქარის გადაჭარბების გამო დაჯარიმდა  დიმა მ.  200 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადახდის ბოლო ვადა განისაზღვრა ოცდაათი კალენდარული დღით. 
აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის  გამო დაფიქსირდა ვადაგადაცილების ფაქტი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დიმა მ.ს აეკრძალა მანქანის მართვა 2 წლის ვადით.
ამჟამად საურავი წარმოადგენს 1500 ლარს."

განაჩენი გამოტანილია ქ.ქუთაისის რეგიონალური  სასამართლოს მიერ.  გასაჩივრება შესაძლებელია 7 კალენდარული დღის ვადაში.
                                                                                                        თარიღი    25: 11: 2014  წელი.
                            ვიღაც აწერდა ხელს,არც წამიკითხავს...

ციფრებს დავაკვირდი.
  თვალები ამიჭრელდა,  მაგრამ მაინც ვიცანი...ჩემი დასიზმრებული ციფრები იყო...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები