ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2014


ზამთარი (გოგონა)

ზამთარი.ბარბერი.კაშნე და წითელი პალტო.
მაქმანი პერანგზე.სუნამო, ციტრუსი,ნუში.
წავიდა.გაუყვა მოყინულ ტროტუარს მარტო.
საღამო,გრძნობები,წითელი ღვინო და სუში.
გამოდის არაფერს არა აქვს ფასი და მორჩა.
მკლავები,ხელები,თითები სისუსტე სხვათა.
ეს არის სურათი: გოგონა ჯერ კიდევ ნორჩი.
ლოყები,ჭორფლები,სიცეტე და არა ხათრი.
ზამთარი,ხელკავი. წყვილები. სინქრონი.მზერა.
მწკრივები,ნიშნები,ფერები,ფერები ფერთა.
სეზონი,რომელსაც წელამდე თოვლი აქვს,ქერა.
ზამთარი_ჯიუტი,უტაქტო გოგონა ერთი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს