ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2015


ჩ ვ ე ნ კ ი........

ჩვენ    კი.....


მახსოვს  როდესაც,,  დაცხრა  თითქოს  ტკივილი  სულის,
გაზაფხულს  ვარდებს  სურნელება  გაუასკეცდა.
ბულბულს  დაეპყრო,  არე-მარის  დაღმართ-აღმართი,
შაშვი  სკუპ-სკუპით,  გრძელ  გზას თითქოს, ნისკარტით  კეცდა.

ზეცამ  სიხარულს  დააპკურა,  თბილი  ცრემლები
და  ნაკადულად  გადმოეშვნენ  თავქვე    ხალისით,
ცელქი  კის-კისით  გაიკვლიეს,  გზები  თავისთვის,
ჩვენ  კი...ხომ  გახსოვს,  რა  უდროო,    სევდით    ავივსით .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები