ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: თარგმანი
6 დეკემბერი, 2014


ფრანსუა ვიიონი

მე ვარ ფრანსუა, ჩვეული
ციხის ნესტსა და სიცივეს,
მალე გაიგებს კისერი,
ჩემი საჯდომის სიმძიმეს!...

ანდერძი
ჩემს შარვალს ფართოს, გრძელს და განიერს,
დიდი ხანი რომ მედგა მსახურად,
ვუძღვნი მონტენს და მეტრ ბაზანიერს,
ტოტები ცვალონ ამხანაგურად.
იქ ფურნიესაც არ დაწყდეს გული,
თავისებურად არ აჰყვეს განცდას,
ჩემს უხმარ პერანგს გულწრფელად ვჩუქნი
და იმ პერანგის გაცრეცილ საცვალს!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები