ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2014


დ ე დ ი ს ე პ ი ს ტ ო ლ ე შ ვ ი ლ ს (დედაშვილური სიყვარული)

        მ ხ ო ლ ო დ შ ო ბ ი ლ    ნ ი ნ ი ს
ვულოცავ  დაბადების  დღეს  ამ  ლექსით

მინდოდა  ერთხელ  მაინც,
გაგეგო  ჩემგან  ნინი.
მიყვარხარ  მეტად, ძლიერ,
ხარ ჩემი  თვალის  ჩინი.

როგორ  მაცოცხლებს  უცებ , 
შენი  რომ  მესმის  ჩქამი.
მინდა  გაგრძელდეს დიდხანს
ეს  ბედნიერი  წამი.

გადამეყრება  დარდიც,
ხალისის  დგება  ჟამი,
ფრთები  მესხმება  თითქოს
ზეცას  ავმაღლდე ლამის.

ვარდ-ყვავილი  ხარ  ტურფა
და  ანგელოზი,  მშვიდი.
თვალ-მარგალიტი  ხშირი,
ბროლი  მთის  მეტად  ძვირი.

დედა-შვილობა  ქვეყნად 
ვერშეუცვლელი არი.
მას  ვერ  გააქრობს  ვერა,
ვერვის  ნაბიჯი  მცდარი.

არასდროს  დათმო  შენი
ღირსება ძვირი, მყარი.
შენთვის  უფლება  არი
შენი  მახვილიც, ფარიც.

როცA  მიმოდის  მთვარე
ნათელი  არი  არე.
შენ  აიწიე  მზისკენ
ცხოვრება  გაიმყარე.

თორემ  გადაგთელს ყველა
ურცხვი,  უხეში ,  მდარე.
გონება  მართე  საღი,
უფალიც დაიხმარე.

ძვირფასი  არის  მუდამ
ჯანხაღი  ჯიში, გენი.
ღვიძლი სისხლი და ხორცი
გვერდით  როცა  გყავს შენი .

არ  მოგატყუოს არვინ
არ შეგაპაროს ეჭვი,
დროის გარდასვლის შემდეგ
საყვედურს ვერვის ეტყვი.

უფლება  მისცე  არვის ,
რომ  შეგირყიოს  რწმენა.,
თორემ  დაჰკარგავ  ყველას
ამად  გვაქვს  ყურთასმენა.

მიყვარხარ  მეტად, ძლიერ,
მიყვარხარ  ერთად  ღმერთთან.
ბრძოლის  უნარი  გქონდეს,
არ  შერიგება  ბედთან.

მიყვარხარ  ისე,  როგორც
მხოლოდშობილი  შვილი.
უყვარს  როგორაც  დედას
დაბადების  წამს  ჩვილი..

სულ  მენატრები  ისე,
როგორაც  მწყურვალს  წყალი .
შენთან  შორს  ყოფნას  ვერა , 
ვერ  მიეჩვია  თვალი.

ქალი  ქალია,  მაგრამ,
არის  როგორაც  ცვარი.
მას  გაფრთხილება  უნდა,
ვით  სანთლის  კელაპტარი..

უვარსკვლავებოდ,  უცოდ,
როგორაც  მთვარეს  სავსეს
შენთან  სიშორე  მიჭირს,
რადგან  სიცოცხლით  მავსებ.

ზემაღალია,  წრფელი
დედაშვილური  გრძნობა.
ამგვარ  სიწმინდის  თქმისთვის,
რითმის  არც  გინდა  ხმობა.

მაქვს  სიყვარული    წმინდა,
მაქვს  სიყვარული  წრფელი,
შენს  ნახვას  ყოველ  წამში,
მით  მოუთმენლად  ველი.

ეს  სიყვარული  სრულად,
სათქმელად  თუმცა  ჭირდა.
ის  გასამხელად  მეტად,
დედის  გულს  გაუჭირდა.

შენ  სიცოცხლე  ხარ  ჩემი,
ამ  სიყვარულთან  ერთად.
შენ  და  პაწაწო  მუდამ,
მყევხართ  ამ  გრძნობის  ღმერთად.

მიყვარხართ  მეტად,  ძლიერ,
მიყვარხრთ  დღისით,  ღამით.
თქვენზე  ფიქრი  და  დარდი,
გულს  არ  ასვენებს  წამით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები