ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2014


* * *

ინათა,ეს ღამეც გავათენე,
ღერიც აღარ დამრჩა სიგარეტის,
ორი ექვსიანი-კამათელზე,
უკრავს გრამაფონი რიგოლეტოს,

მალე,უძილობით შევიშლები,
ვიცი–ნიკოტინი შემიწირავს,
კმარა!უსაფუძვლო შენიშვნები,
ნუღარ ეცდებით,რომ დამიჭიროთ,

ჩემს წინ,ბილიკია ასაფრენი,
ხოლო ბარიერი–მოაჯირი,
წარსულს,სტრიქონებში ვასაფლავებ,
ზეცას თვალი აღარ მოაცილო,

მალე გავფრინდები–დამიჯერე!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები