ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2008


მარადიული ზარივით რეკავს

სამყაროს ათბობს და ალამაზებს
მისი სიმღერა თუ მისი სევდა...
სიყვარულისგან დაბრმავებული
ადამიანი ყველაფერს ხედავს.

სულ სხვაა ფერი და სურნელება
მის სინათლეში გაზრდილი ვარდის.
სიყვარულისგან მუხლმოკვეთილი
ადამიანი მწვერვალზე ადის.

ისაა ოქრო ზესკნელ-ქვესკნელის,
ზღაპრის მტრედი და სამოთხის შველი.
სიყვარულისგან ძილგატეხილი
ადამიანი სიცოცხლეს შვენის.

ბედნიერია,ვინც შეიყვარებს,
ვისაც უყვარს და ვისაც უყვარდა.
სიყვარულისგან გზააბნეული
ადამიანი მივა უფალთან.

გებრალებოდეს,ვინც ვერ იგემებს
მისეულ ნექტარს,შხამსა თუ ეკლს.
სიყვარულისგან მოკლული გული
მარადიული ზარივით რეკავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს