ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2014


8 მარტის მილოცვა საბჭოთა ქალს

მინდა ბაბუაჩემის ერთი  ლექსი გამოვაქვეყნო ძველ ნაწერებში წავაწყდი, მართალია საბჭოური იდეოლოგიით არის გაჟღენთილი მაგრამ მაინც!

ქალთა გმირობა და ვაჟკაცობა
მსოფლიოს ხალხმა გულით იწამა,
იმათი მტკიცე მარჯვენის ძალა
იგრძნო ზეცამ და იგრძნო მიწამა.
იყო დრო როცა მაია წყნეთელს
უჭრიდა მაჯა უჭრიდა ხმალი,
დედამიწიდან მოსწყდა ხომალდი
საჭეს მართავდა საბჭოთა ქალი.
მტერთან ბრძოლაში საბჭოთა ხალხის
დიოდა სისხლი გრძელ ნაკადებად,
სამხედრო ფიცი მიიღო ქალმაც
და მტერს აღუდგა ბარიკადებად.
ზეცამ გაიხსნა შავი კოპები
შავი ღრუბლები აღარა ჩანან,
და საბჭოეთში, მებრძოლი ქალნი
მამაკაცების გვერდითა დგანან.
და დღეს როდესაც თვე გაზაფხულის
თავის სურნელით გვესტუმრა, დადგა,
და როცა ქალი წითელ დროშასთან
მტკიცე ნაბიჯით მოვიდა, დადგა.
დღეს დღეა თქვენი, ქალთა ერთობის
დღესასწაული მომილოცნია,
ჩვენს ეპოქაში თქვენი ცხოვრების
უსასრულო გზა დამილოცნია.
8/3/74წ.
იური მერმანიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები