ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უოლტერი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2014


ბოდვა სულისა

ღმერთო,მიშველე! დაგროვდა ცოდვა..
მაგრამ თვით ღმერთიც აღარ გვენდობა..
დედამიწაზე რა მინდა? აქ ხომ
გამეფებულა უიმედობა..
მინდა წავიდე,სადაც არ ტკივათ,
სადაც ყოველთვის გულით მელიან..
თუმც ეს სამყარო სავსეა ხალხით,
ჩემთვის ის მაინც ცარიელია..
კაცობრიობის ბოღმა,ცოდვები
დღევანდელ ყოფას ნათლად ერთვიან..
იქნებ,ეს მიწა,სადაც ჩვენ ვცოცხლობთ
უცხო პლანეტის ჯოჯოხეთია..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები