ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანიტა
ჟანრი: პროზა
11 დეკემბერი, 2014


თითქმის მონოლოგი, ანუ "მე და მე"

ერთმანეთის გვერდიგვერდ ვდგავართ მე და შენ.
ორივეს გვცივა.
შენ იცი რომ ყინავს, მე კი ვგრძნობ.
ასე მოვედით დღემდე.
შუაღამის სუსხი რომ შემოგეფეთება სახეში და შეგაფხიზლებს - ზუსტად ასე შეიძლება გამოერკვე სიზმრიდანაც და რეალობიდანაც.
დრო გადის და ვიზრდებით.
ყოველ მომდევნო წელს გასულ ერთეულზე მეტი რომ ხარ, აი, ეს არის გამარჯვება.
დღითიდღე უფრო მყარი ხარ, ძლიერი და ნამდვილი, ბედნიერიც.
"ც" იმიტომ, რომ ჯერ ვერ ვთანხმდებით აქ, თუმცა ჩვენი ფასეულობების გადაკვეთის წერტილი უფრო ახლოსაა.
- ნანობ რაიმეს?
- ალბათ კი. რამდენიმე ნაბიჯს, ბევრს არა. (ესეც გამარჯვებაა)
- ხვალ თუ ინანებ დღევანდელ დღეს?
- ვინანებ, თუკი ზღვრამდე არ დავიხარჯები დღეს.
ორივემ ვიცით, რომ შენზე ძლიერი ვარ,
თუმცა, ხშირად შენც გიგემია გამარჯვება.
მუდმივად მებრძვი, მიჩვენებ ჭეშმარიტებას. შენ ხომ ყოველთვის იცი, რა არის სწორი, მაგრამ მე, მაინც...
ზოგჯერ ხდება, რომ გაბიჯებ. ჩემს თავსაც ვაბიჯებ ზოგჯერ.
მთავარია, ბედნიერი ვიყო, თუნდაც შენთან თანხმობის გარეშე.
-მე ყოველთვის გულწრფელი ვარ, შენ ცდილობ, რეალობასთან ბრძოლა მასწავლო.
-მე ყოველთვის მართალი ვარ, შენ კი - არ იცი.
ალბათ, შენც უნდა ისწავლო დათანხმება. მე ხომ შენი სულის ხმა ვარ. შენ კი- სიყალბით, სიცრუით ნაშენები ადამიანთა მოდგმის ნარჩენი, აზროვნების გამოძახილი, რომელიც ხელს მიშლის ისე ვიცხოვრო, როგორც მინდა.
ალბათ, ისე უფრო ვიქნებოდი ბედნიერი - ჩემებურად. მერე კი გასწავლიდი, ან გაგრძნობინებდი- თუ შეძლებდი...

არ ვიცი, რატომ მიგიტოვებივარ ხოლმე.
ძალიან თავნება ვარ და ჯიუტი, ალბათ ამიტომ.
ათასჯერ დაგიგეგმავს,
მე კი ერთი სიტყვით წამიშლია ყველა შენი მცდელობა.
-მაინც ვფიქრობ, რომ ბევრჯერ უბრალოდ გაჩუმდი, არაფერი გააკეთე.
ალბათ, უფრო მომთხოვნი უნდა ყოფილიყავი ჩემთან- საკუთარ თავთან!
-რა ვქნა, თუკი ასეთი ვარ, ჩემებური!
ხან მე ვარ, ხან კი შენ.

გაპატიებ, რომ არ იყავი ჩემ გვერდით ყველგან.
გაპატიებ, რომ ყალბი ადამიანებისგან ვერ დამიცავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები