ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2008


ცა და მიწა

ცა...
თვის ჭმუნვას ღრუბლით იცავს...
მზეს ღიმილად გადმოაფენს,
                      ლურჯს გაცრიცავს...
მერე ოქროს ციმციმა თმებს გადაიყრის
                      და... დაგვნისლავს...
მიწა...
მუდამ ჩუმად ფშვინავს...
წვიმით, მწყურვალ გულს
                        მოირწყავს...
და ახარებს ხეს თუ სვიას...

ცა...ცახცახა...
მაღალ შუბლზე მუქიისფერ მანდილს იკრავს,
ოქროს კულულს,
                ვერდაფარულს,
                            ფრთხილად სინჯავს...
და უამრავ თვალციმციმას,
                მანდილიდან გადმომზირალს,
                                          გულში იკრავს...
ცხელი მიწა...
არ გაწირავს ხორცს,
                    ნაწირალს...
                            და... უთვალავს კვლავ შეასხავს
ფოთოლთ -- ტყეთა...  თავთავთ -- ყანას...
იას კაბად გადაიცვამს...
                      და... მოგვხიბლავს...

ცა -- ზეცათა -- უფლის მიწა...
              თან წარიტანს უძღებ სულთა,
                                          მარად მღვიძართ...
ცა და მიწა...
              მიწა და ცა...
ცა ანგელოზთ გამოისხამს...
                            მიწა?...
                                  მიწა კი, კაცს...
კაცი ვაზს რგავს...
                  და მის ნაჟურს...
სიყვარულის ნიშნად სწირავს...
        ცას და მიწას!
                            .......ანგელოზი  ფრთებით იცავს...

და... უფალი გულისხმაყოფს კაცის სიტყვას.
               



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები