ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2014


წადი

გარეთ სიჩუმეა,ღამის მაგიური მელოდია,
გარეთ ქუჩებია,ადამიანივით–ცარიელი,
ზიხარ ბნელ ოთახში,სიკვდილს სატრფოსავით ელოდები,
რადგან ეს სამყარო შენთვის დილეგი და გალიაა,

შენი ფანჯრებიდან მოსჩანს უპატრონო სასაფლაო,
ყეფენ უთავბოლოდ,სიზმრებწართმეული გოშიები,
შენი ლექსებისთვის–ჯვარზე ყაჩაღივით გაგაკრავენ,
რადგან ვერ იკლავენ წყურვილს–ცხელი სისხლის მოშიებას,

გარეთ სიცივეა,მთვარე ლაჩარივით გაიპარა,
ქარი აქანავებს სკვერში, ოცნებების საქანელას,
გცივა?–პოეზია თბილი საბანივით დაიფარე,
ქალაქს აფხიზლებენ–თვალებდაჭყეტილი მანქანები,

შენი ტკივილია–ღამე,ვარსკვლავები,უხალხობა,
პოეტს, შეგნებულად,შენში ულექსობით ასამარებ.
ახლა თვითმკვლელობა,არის ბანალურად უხერხული,
მაგრამ სიყვარულიც გახდა ლექსებივით დასამალი.

გარეთ სიბნელეა,გარეთ სიცივე და ქაოსია,
ებრძვი მოჩვენებებს,ჭაღზე ჩამოკიდე სახრჩობელა,
დგახარ ორ ზღვას შუა–ერთი უბადრუკი ნაოსანი,
არ გყავს მეგობარი,არ გყავს ერთგული და ახლობელი,

წადი,გაიქეცი,თვალი მოაცილე სახრჩობელას...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები