ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2014


***

მოვედი გითხრა...
-ან სად მოვედი-
ყველგან შენ არ ხარ?...
ქუჩაში , ხალხის მიდის  მორევი...
-ვინ ხარ მათ შორის, მაინც  რომელი?...
და მაინც შენთან, ჩემო უფალო,
ჰო, ზუსტად ვიცი,
შენთან მოვედი!
შენ ხარ ის ერთი, უერთგულესი,
უძვირფასესი ,
სატრფოს სადარი.
მერე რა, თუ არ ჩანხარ თვალით,
მერე რა, რომ გული გგრძნობს მხოლოდ,
-თუ, როგორც არის...-
ასეთ რამეზე არც უნდა ვწერდე...
ლამის ვინანო,
მინდა რომ გითხრა, უბრალოდ გითხრა
მადლობა  ამით.
და იმას, რასაც შიგნით განვიცდი,
აი ამ ფურცელზე,
გადმოვიტანო.
იმასაც ვხედავ, სთქმელს ვერ ვაბამ
თავს და გავები...
შენა ხარ ღმერთო,
ყველაზე სანდო,
ყველაზე ახლოს,
ყველაზე  უფრო ხელშესახები!
ხარ და...თან აქ ხარ!
აი, აქ, ჩემთან!
ნამდვილ მშობელზე ახლობელი, -ჩემი მშობელი!
სიტყვები?... -თითქოს სხვა არაფერი
მადლიერებით კოკებს ვავსებდე...-
და რაკი ასე კუდში დამსდევ ,
დამსდევ ფეხდაფეხ,
გამოდის,რომ  შენც არანაკლებ
გეძვირფასები.
ეს, როგორ უნდა დავიტიო?...
არ ვიცი ღმერთო!
გამისკდეს გული, ან მიწა მაინც
და ჩამიტანოს!
აღარც აქვს აზრი -ყოფნა არ ყოფნას-
დღეს მოვკვდები თუ ,
ოცი წლის მერე,
შენ მაინც ვერსად ,ვერსად  გაგცდები,
უფალო ჩემო,
რაკი გიპოვნე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები