ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2014


გილოცავთ ა ხ ა ლ წ ე ლ ს

               
                                             
      ა ხ ა ლ  წ ე ლ ს      გილოცავთ
    ( ექსპრომტად  " ჯერ  ეს  იყოს")

დადგა,  ინებეთ , ყველამ  საჩუქრად,
შობა  ქრისტესი , ახალი  წელით.
მიიღეთ  ღვთისგან,  უხვად,  ულევად
სიკეთე  რაც  კი,  გნებავთ  და  ელით.

და  "ჯერ  ეს  იყოს "  ბედნიერება 
თქვენს გულს,  რომ  სურდა,  ხანია  დიდი.
უფალმა , რაც  გსურთ,  მიგაღწევინოთ,
გექმნათ ცხოვრება  მყარი  და  მშვიდი.

გისურვებთ,  ძლიერ  სიყვარულს  მუდმივს,
რომელიც,  თითქმის  გმირობას  უდრის.
თქვენს  ხელში , მუდამ  ვარდობდეს  ვარდი
და  არც  არაფრის  არ  გქონდეთ    დარდი.

გილოცავთ  შობას  და  ახალ  წელსაც,
უფალი  მადლით  გივსებდეთ  პეშვსაც,
ხალისით  სავსე  იყოს  ცხოვრება
და  დანატროდეთ  თქვენსავე  ბედსაც.

დაგბედებოდეთ,  ყველა  სიკეთე,
ხვავი,  ბარაქა,  იღბალი, ბედი.   
შეგვახე  ხელი  ახალო  წელო,
შენც მაცხოვარო,  ჩვენს  სულში  შემო.       
               
     
ა მ    ა ხ ა ლ    წ ე ლ ს ა ც
        (მე  მოგილოცავ)

სული  ტკივლმა 
ჩამოადნო  დაშრიტა  წვეთად.

დღესაც  გათენდა
მზის  სხვები  ჩამოდგა  სვეტად.

უფლის  წყალობით
ფიქრი  მინდა  ამიხდეს  მეტად.

მე  მოგილოცავ,
ახალ  წელს  და  ვიცოდე  ნეტა.

რომ  სიყვარულში,
შენც  მიმიჩნევ  ჩემსავით  ღმერთად.

და  მაინც  არის
რაც  სულს  ავსებს  საოცარ  შვებად.

მე  მოგილოცავ
ორიათას  თხუთმეტს,  რომ  დგება.

ვხედავთ,  დეკემბერს,
ძველს  აცილებს  და ახალს  ხვდება.....

დრო  გარდასულა,
უკუნეთი  თითქოსდა,  ქრება......

სიყვარული  კი, 
ჩვენთან,  მაინც, მუდმივად  რჩება.
                                                                           
მოლოცვას  ვატან,   
წელს,  რომელიც,  ახლახანს  დგება.

ხომ  გაგიგია,
ერთხელ  ნატვრაც,  კაცს  აუხდება.   

       

                                                 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები