ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2018


* * *

მიმღერე "ლილე",კიდევ ერთხელ მიმღერე "ლილე"
მინდა,რომ გული სიხარულით კიდევ მეტკინოს,
სისულელეა,იყო დიდი სვანეთის შვილი,
და არ გიყვარდეს,ბილიკები,უშბა, ბეთქილი,

მიმღერე "ლილე" გეხვეწები,მიმღერე "ლილე"
რომ სისხლმა გული გაგლეჯვამდე ააგუგუნოს,
გამომაფხიზლოს,სამუდამოდ დამთავრდეს ძილი,
და მოვერიო ამ ცხოვრებას,მხდალს და უგულოს,

კიდევ ერთხელ გთხოვ,კიდევ ერთხელ,მიმღერე "ლილე"
მერე თუ გინდა მკერდს მოგიშვერ,ტყვია მესროლე,
უმამულობა,სასჯელია- ყველაზე მძიმე,
ერთი ნატვრა მაქვს-სიკვდილის წინ ლილე მესმოდეს,



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები