იმედი ჯახუას
გიხსენებ, ჩემო მეგობარო, ჩემო მოხუცო, პოეტო კაცო, მყინვარწვერზე უფრო ჭაღარავ, ისე ვარ, თითქოს ყველასათვის გავმხდარვარ უცხო, ამქვეყნად ჩემი აღარავის ესმის აღარა.
შენ ხომ სამშობლოს სიყვარულით იყავი ავად, მეც ბავშვობიდან შემეყარა იგივე სენი, ვდგავარ გზის პირას, მეოცნებე უპოვარს ვგავარ, მამულს რა ვარგო - ამ უფერულ სულსაც ვერ ვშველი.
ყრმობის სკივრს დროის ქარიშხალი დაეპატრონა და მოგონების ნარჩენებსაც ხელიდან მაცლის, რა სათქმელია წაგებული ომი და ბრძოლა - საკუთარ თავთან დაშორება ყოფილა მარცხი.
ალბათ, იმანაც დაგვიკარგა მოკვდავებს ფერი, რომ ვეღარ ვამჩნევთ ერთმანეთს ან თვალს და ყურს ვივსებთ, ვინ იცის, იქნებ თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის, მაგრამ რატომღაც სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი.
შუბლდაღარულო სიტყვისკაცო, გჩაგრა ცხოვრებამ, თუმც ყველა ტკივილს მხურვალებით აჯობე ლოცვის, და უკანასკნელ შთაგონებად, ერთ დიდ პოემად, დაგრჩა იმედი ბედნიერი საქართველოსი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. გმადლობთ...
გმადლობთ...
15. საუკესო ლექსია სულიდან ამოძახილი, მე მახსოვს ეს კეთილი კაცი პოეტი , უფალმა ნათელში მაყოფოს მისი სული.
ვინ იცის, იქნებ თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის, მაგრამ რატომღაც სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი.... საუკეთესოა 555 საუკესო ლექსია სულიდან ამოძახილი, მე მახსოვს ეს კეთილი კაცი პოეტი , უფალმა ნათელში მაყოფოს მისი სული.
ვინ იცის, იქნებ თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის, მაგრამ რატომღაც სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი.... საუკეთესოა 555
14. რას ამბობ, თემურ... რა დიდი ადამიანობა ეგაა, რომ მეგობარი გიყვარდეს და გახსოვდეს... მადლობა
რას ამბობ, თემურ... რა დიდი ადამიანობა ეგაა, რომ მეგობარი გიყვარდეს და გახსოვდეს... მადლობა
13. ახლა ყველაზე კარგი ადამიანი თქვენ ხართ ახლა ყველაზე კარგი ადამიანი თქვენ ხართ
12. მადლობა ყველას. იცოცხლეთ!...
მადლობა ყველას. იცოცხლეთ!...
11. ეგრევე მივხვდი ვისზეც იყო...:-* რა კარგი გოგო ხარ ...:-*
"ვინ იცის, იქნებ თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის, მაგრამ რატომღაც სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი."
5 ეგრევე მივხვდი ვისზეც იყო...:-* რა კარგი გოგო ხარ ...:-*
"ვინ იცის, იქნებ თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის, მაგრამ რატომღაც სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი."
5
10. რა სათქმელია წაგებული ომი და ბრძოლა - საკუთარ თავთან დაშორება ყოფილა მარცხი.
ღმერთმა აცხონოს მისი სული! რა სათქმელია წაგებული ომი და ბრძოლა - საკუთარ თავთან დაშორება ყოფილა მარცხი.
ღმერთმა აცხონოს მისი სული!
9. გაიხარე ავტორო, ასეთი გულიანი, მოსაგონარი ლექსისთვის, კარგ ადამიანს კარგ ავტორისაგან. გაიხარე ავტორო, ასეთი გულიანი, მოსაგონარი ლექსისთვის, კარგ ადამიანს კარგ ავტორისაგან.
8. http://urakparaki.com/?m=4&ID=56109
http://urakparaki.com/?m=7&WUID=749
http://urakparaki.com/?m=7&WUID=3258
ამ სამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ ურაკპარაკზე...
გმადლობთ ყველას!
http://urakparaki.com/?m=4&ID=56109
http://urakparaki.com/?m=7&WUID=749
http://urakparaki.com/?m=7&WUID=3258
ამ სამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ ურაკპარაკზე...
გმადლობთ ყველას!
7. სად შეიძლება ვნახო ადრესატის შესახებ? სად შეიძლება ვნახო ადრესატის შესახებ?
6. აცხონოს. მე კი მაქვს წვლილი შეტანილი იმ გახარებაში აქაური პოეტები რომ ესტუმრნენ ბოლო ხანებში. ნამდვილად კარგი ადამიანი იყო, შესანიშნავი. მიძღვნაც მასავით ნათელია, გაეხარდებოდა, იქნებ უხარია კიდეც.... :) აცხონოს. მე კი მაქვს წვლილი შეტანილი იმ გახარებაში აქაური პოეტები რომ ესტუმრნენ ბოლო ხანებში. ნამდვილად კარგი ადამიანი იყო, შესანიშნავი. მიძღვნაც მასავით ნათელია, გაეხარდებოდა, იქნებ უხარია კიდეც.... :)
5. დღეს 3 წელი შესრულდა მისი გარდაცვალებიდან...
დღეს 3 წელი შესრულდა მისი გარდაცვალებიდან...
4. მომეწონა, ბატონი იმედო ჩემი მათემატიკის მასწავლებელი იყო, მერე ვმეგობრობდით, აცხონოს ღმერთმა მომეწონა, ბატონი იმედო ჩემი მათემატიკის მასწავლებელი იყო, მერე ვმეგობრობდით, აცხონოს ღმერთმა
3. კარგი მიძღვნა კარგ პოეტს, კაცური კაცი იყო იმედი ჯახუა, ღმერთმა აცხონოს! კარგი მიძღვნა კარგ პოეტს, კაცური კაცი იყო იმედი ჯახუა, ღმერთმა აცხონოს!
2. ვინ იცის, იქნებ თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის, მაგრამ რატომღაც სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი. + ვინ იცის, იქნებ თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის, მაგრამ რატომღაც სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი. +
1. გული მომიკვდა.. :( გული მომიკვდა.. :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|