ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2014


რ ო გ ო რ მ ი თ ხ ა რ ი თ ? (ექსპრომტი)

        როგორ  მითხარით?                                                                                                       
              (ექსპრომტი)

ხმა  შენი,  ტკბილი,  ჰაეროვანი,
ვითარ,  ფუტკრისგან , თაფლი  ნამზადი.
გაქვს  გარეგნობაც,  შესაბამისი,
და  ვდგავარ,  შენს  წინ,  შესაბრალისი.


შენი  თვალები,  ზღვისებრ  ღრმა  არის
და  ვშიშობ,  მათში  არ  ჩავიძირო..
სული  კი,  სული,  სუფთა,  კრიალა,
დღეს,  სამყაროზე,  საშიშო,  ძვირო.



          სამყაროს  კანონი


ხეები  შრიალით  უხმობდნენ  ერთმანეთს,
მიწაზე  ეფინა  ყვითელი  ფარჩები.
წეროებს,  ცის  თაღზე,  შეეკრათ  კარვები
და  სერენადებიც    ისმოდა  ნარჩევი.

ეგენი  იფრენენ ,    წესების  უცვლელად,
სამყაროს  კანონებს,  მორჩილობს  ყოველი.
მითხარი,  აქ,  შენთან ,  მე , რატომ  მოვედი,
მპასუხობ:-  მაცხოვრის  ნებაა,  ყოველი.
                                                              12/14წ.





                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები