ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2014


პალატა (ბავშვებს)

საწოლებს შორის დგანან ელფები,
ფასკუნჯებს დიდი ფრთები მოუჩანთ,
როგორც ზამთარში დილაა მკრთალი,
ნაცრისფერი და ოდნავ მოლურჯო,
ასეთი არის მისი ტუჩები.
ასეთივეა შუბლი და ლოყა,
ალბათ დამღლელი აღმოჩნდა ძილი
(თან თუ სიცხადე სიზმრებს გამოჰყვა)
ჩეულებრივზე უფრო ხანგრძლივი -
ღამე საწოლის თავთან ჩამოჯდა.
===
ფასკუნჯებს ფრთებზე შეუსვამთ ბავშვი
ელფები თეთრად იმოსებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები