ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 დეკემბერი, 2014


უილიამ ბლეიკი - მწუხრის ვარსკვლავს

ნათელთმიანო ანგელოზო საღამოს ბინდის,
ახლა, მზე როცა ჩაესვენა მთების გადაღმა,
აანთე ტრფობის ჩირაღდანი; მნათი გვირგვინი
თავზე დაიდგი, გაგვიღიმე მიმწუხრის ტახტთან!

ჩვენს სიყვარულსაც გაუღიმე,  ცაზე ლურჯ ფარდას
სანამ დაუშვებ, მიაპკურე  ნაცვარი ვერცხლის
ყოველ ყვავილზე, დროულად რომ ნაზ თვალებს ნაბავს
და მიიძინოს ტბათა შორის, უბრძანე ზეფირს.

იდუმალება გაავრცელე თვალთა ციალით,
ვერცხლში განბანე მწუხრი. მალე, ძალიან სწრაფად,
რომ დაგვშორდები, მგელთა ხროვა საზარ ღრიალით
დუმილს დაარღვევს, ტყეში ლომიც დააღებს ხახას.

ცხვართა საწმისებს ნამავს შენი წმინდა ნაცვარი,
შენი გავლენით დაიფარე, არიდე ნადირს.


24 დეკემბერი, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://www.poetry-archive.com/b/to_the_evening_star.html

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები