ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2015


* * *

მიღოღავს ცაზე მთვარის აჩრდილი,
ცა სევდიაობს,მანიც დარია,
ლექსები-ტკივილს ვეღარ არჩენენ,
მთებზე იებიც აღარ ჰყვავიან,

მთა მომენატრა-მთების ნაშიერს,
ქალაქმა,ბოღმით დამაავადა,
"თავისუფლება მხოლოდ მთაშია"
აქ კი საკუთარ ლეშთან ვკამათობ,

მინდა სხეული შემოვიფლითო,
ლაჟვარდებს ფრთებით შევეთამაშო,
ქალაქი ისე გამოიფიტა,
გარდაუვალი გახდა შამათი,

აქ,ამ ქალაქში,დროც კი დაბერდა,
მტკვარმა წაიღო ყველა იმედი,
საკუთარ თავში დავიკარგე და
ლექსებს საწერად ვეღარ ვიმეტებ,

მიღოღავ ცაზე მთვარის აჩრდილი,
ცა სევდიანობს,მაგრამ დარია,
მე მხოლოდ მთები გადამარჩენენ,
აქ კი,სიცოცხლეც არ მიხარია...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები