ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2008


მატარებელი უკვე წავიდა

რა შორს მეგონე... თვალს ვერ გაწვდენდი...
და აი, უცებ შეგხვდი თავიდან...
სისხლი გაჩერდა, როდესაც მივხვდი,
მატარებელი უკვე გავიდა!

იქნებ და შევძლოთ... იქნებ... ოდესმე...
ჩვენს შორის  დრო და სივრცე წავშალოთ?
ვერახდენილი დიდი ოცნებაც
იქ, თეთრ ღრუბლებში, ვნებად გავშალოთ?!...

მაგრამ ოცნება მრჩება ოცნებად,
თუმც თავს მახსენებს იარა ძველი...
ვერ დავაბრუნებ შორსწასულ წარსულს, -
აღარც ჩანს ჩვენი მატარებელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები