ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


....

პლანეტას ზეცა,ნაწილ-ნაწილ თავზე ემსხვრევა,
აქ ყველაფერი,შესამჩნევად გაუფასურდა,
თუ აღსასრული აპოკალიფსს არ დაემთხვევა,
შენი ცხოვრება გამოდგება დიდი აფსურდი,

ლოცულობ მაშინ,როცა გიჭირს,როცა განიცდი,
იცინი მაშინ,როცა ირგვლივ ყველა იცინის,
ვინმეს თუ შენს წინ,უნებურად ფეხი დაუცდა,
თვალებს არიდებს,მათხოვრებს კი ისე იცილებ,

როგორც კრაზანებს,გეშინია მათი დანახვაც,
შენი სამშობლო,ჭაობია,არის სანაგვე,
სხვებივით ფიქრობ,რადგან არ გსურს მოგხვდეს ტალახი,
განსხვავებულებს რომ ესვრინ,აქ ხომ ქალაქებს

მხოლოდ გიჟები აფხიზლებენ,მხოლოდ გიჟები,
კოცონზე წვავენ მათ ვინ ღმერთი უკვე იპოვა,
ფარისევლები,ქრისტესავით დააბიჯებენ,
თავისუფლება აღარ არის-"კაი ტიპობა"

დე,მეც გიჟივით დავეჩვიე ქარში ბორიალს,
აქ,ჩემთან,ღამეს  მთვარე ნისლის საბანს უქარგავს,
მაინც მიყვარხარ,დე,რადგან მე ასე მგონია,
ღვთისმშობელს ღმერთში, ღმერთზე მეტად შვილი უყვარდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები