ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
27 დეკემბერი, 2014


ა ხ ა ლ ი წ ე ლ ი ტრადიციულად

               
        ა ხ ა ლ ი    წ ე ლ ი
          ტრადიციულად

მოგილოცავ, ამ  ახალ  წელს, 
დაო  ნენე,  სხვა  რა  გითხრა.
უცნაური  განწყობა  მაქვს,
ერთმა  რამემ,  დამაფიქრა.

მომე  ხელი,  ჩქარა  ვნახოთ,
თოვლის  პაპა  და  ხურჯინი.
სანტას,  ვიცი  მოასწრებდა,
მომწონს,  ჩუმად, მისი  ჯინი.

პაპამ  მითხრა,  ახალწლობით,
თოვლის  პაპა  საჩუქრებით,
მათთან,  მუდამ  მოდიოდა,
თეთრი წვერით  და  ნაბადით.

ხურჯინი  კი,  სავსე  ჰქონდა,
ნუგბარით  და  ტკბილეულით.
ვაშლით,  მსხალით,  ჩურჩხელებით,
გოზინაყით,  ჩირეულით.

სად ,  ხურჯინი, დიდი  სავსე,
სიხარულით,  გულს  რომ  ავსებს.
და  სად,  ციდა,  სანტას  წინდა,
სათქმელადაც,  კი,  არ  ღირდა.

პაპას  მჯერა,  ის  ბრძენია,
და  ხურჯინი  მირჩევნია.
სანტასა  და  მის  წინდაზე,
დარდიც,  კი  არ  გამჩენია,

მოდი,  სხვებსაც  მივულოცოთ,
ახალი  წლის  .მობრძანება.
აუსრულდეს, ყველას  ნატვრა
და  ეს  იყოს  უფლის ნება.

                                                       





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები