საღამო...შენ გარეთ... ის ქალი (სულ მარტო) ჟალუზთან, რაფაზე- ნიჟარა და ჩაის წითელი ფინჯანი. ასეთ დროს გჩვევია,ბოლომდე რომ აყვე ამურს და ხვალინდელ რიჟრაჟზე, უთუოდ, ამ ღამეს იჯავრებ.
ბრალი რა შენია,ნუ ბოდავ,ისედაც ნათელი ისაა,რომ სახლი,რომელიც, უბრალოდ, ალამუთს გაგონებს და თუნდაც ღამე დილამდე ათენო, სარკმელშიც შეხედვაც რთულია,შეღწევა-არა თუ.
მიდიხარ...ზუიან წვეთები...შეშლილი გამზირი... მარაზმი- ქუჩაზე ლოტრეკის ნახატი ბოზები დგებიან...ის დროა,სადგურზე აღარ ყიდიან გაზეთებს... ლუდი, არაყი..საერთო კათხაში..დაასხი.. დროზე რა!
შენ გიყვარს ასეთი ბინძური ქალაქი,ბოჰემა... ვიღაცის ამაზრზენ სხეულზე იწვე და დილამდე ილაყბო: რომ ადრე გიყვარდა ძალიან ჰიუგო და ახლა ო' ჰენრი, მერე ქალს, რომელსაც ნაბოზარს უწოდებ,მიაგდებ.
და ასე გადიხარ,არეულ ნაბიჯით ქუჩაზე-ლაჩარი, და სახლში(რომელშიც შეღწევას ,უბრალოდ, ოცნებობ) ანთია ბუხარი,ფიჩხები ნაკვერჩხლის ნაფაზებს ქაჩავენ და ქერა ანგელოზს ლოყებს უწითლებს კოცონი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. კიდევ მომეწონა :) კიდევ მომეწონა :)
15. რასაც წერს მაგრად წერს ეს ბიჭი.
ძალიან მაგრად რასაც წერს მაგრად წერს ეს ბიჭი.
ძალიან მაგრად
14. 9 წელია ლექსებს ვწერ და 10 წელია როგორ კითხულობ?
ეს კლიშე რააა,
ჩემი ლექსია წლების წინ დაწერილი და თუ გესიამოვნება,გავიხსენე და ვანახე დღის სხივი...
დღეს ასეთ ლექსებს არ ვწერ,უფრო მაგარ ლექსებს ვწერ და არ ვაქვეყნებ,
ექსკლუზივი აქვს ბებიაჩემ ქეთოს და ნანუკა ჟორჟოლიანს
9 წელია ლექსებს ვწერ და 10 წელია როგორ კითხულობ?
ეს კლიშე რააა,
ჩემი ლექსია წლების წინ დაწერილი და თუ გესიამოვნება,გავიხსენე და ვანახე დღის სხივი...
დღეს ასეთ ლექსებს არ ვწერ,უფრო მაგარ ლექსებს ვწერ და არ ვაქვეყნებ,
ექსკლუზივი აქვს ბებიაჩემ ქეთოს და ნანუკა ჟორჟოლიანს
13. იცი რა მიტყდება? უკვე 10 წელია შენს ლექსებს ვკითხულობ და ვხვდები რომ ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ, ხომ შეიძლება ამ პოეტური კლიშედან გამოხვიდე და ყველას ანახო რაც რეალურად შეგიძლია? შეეშვი ამ სტილს რა, რაღა დროს ეს არის. ~ იცი რა მიტყდება? უკვე 10 წელია შენს ლექსებს ვკითხულობ და ვხვდები რომ ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ, ხომ შეიძლება ამ პოეტური კლიშედან გამოხვიდე და ყველას ანახო რაც რეალურად შეგიძლია? შეეშვი ამ სტილს რა, რაღა დროს ეს არის. ~
12. სიყვარულმა დაუწესა, ქალო :) აუ რა სასტიკად და გულის გახეთქვამდე მომენატრეთ :) სიყვარულმა დაუწესა, ქალო :) აუ რა სასტიკად და გულის გახეთქვამდე მომენატრეთ :)
11. მეც ასეთი უფრო მომწონს ნინა, მით უფრო, თვითონაც კარგად ვიცი როგორი მაგარია ჩარჩორბიდან გამოსვლა... ეს ჩარჩოები კი არავის დაუწესებია, თავისთავად პერიოდის ბრალია, მაგრამ შემოქმედისთვის აუცილებელია ამის გარღვევა, ასე რომ.. .❤ მეც ასეთი უფრო მომწონს ნინა, მით უფრო, თვითონაც კარგად ვიცი როგორი მაგარია ჩარჩორბიდან გამოსვლა... ეს ჩარჩოები კი არავის დაუწესებია, თავისთავად პერიოდის ბრალია, მაგრამ შემოქმედისთვის აუცილებელია ამის გარღვევა, ასე რომ.. .❤
10. არ დავეთანხმე კომენტარებს და იმიტომაც შემოვედი :) თემა, რასაკვირველია მძიმეა, მაგრამ ძალიან ოსტატურიცაა და თან გამიხარდა, რომ გიო როგორც იქნა, თავისი სახლიდან და თავიდან გავიდა და, იმედია, ირინკაც და ავტორიც სწორად გამიგებს - შესანიშნავია ლექსები ოჯახზე, მაგრამ ესაა "ხალასტოი", "მობოჰემო" ზედვაკელის დროინდელი განწყობის და მუხტის ლექსი :) ამით რასაკვირველია, იმას არ ვამბობ, რომ ოჯახზე ლექსები ცუდია, უბრალოდ თემატიკაც, სტილიც და მუსიკაც როცა იცვლება, ავტორი უფრო საინტერესო მგონია...
შობას გილოცავ გიო, მიყვარხარ ძალიან :* არ დავეთანხმე კომენტარებს და იმიტომაც შემოვედი :) თემა, რასაკვირველია მძიმეა, მაგრამ ძალიან ოსტატურიცაა და თან გამიხარდა, რომ გიო როგორც იქნა, თავისი სახლიდან და თავიდან გავიდა და, იმედია, ირინკაც და ავტორიც სწორად გამიგებს - შესანიშნავია ლექსები ოჯახზე, მაგრამ ესაა "ხალასტოი", "მობოჰემო" ზედვაკელის დროინდელი განწყობის და მუხტის ლექსი :) ამით რასაკვირველია, იმას არ ვამბობ, რომ ოჯახზე ლექსები ცუდია, უბრალოდ თემატიკაც, სტილიც და მუსიკაც როცა იცვლება, ავტორი უფრო საინტერესო მგონია...
შობას გილოცავ გიო, მიყვარხარ ძალიან :*
9. ძალიაან მომეწონაა :) ძალიაან მომეწონაა :)
7. კარგია, ++
მომეწონა ძალიან )) კარგია, ++
მომეწონა ძალიან ))
6. სრულიად ვეთანხმები თოლიას... მძიმედ აღსაქმელი ლექსია... მე კი გიოს ლექსების სიმსუბუქე მომწონს... ისეთი ლექსები, სულში რომ "შემოგელეკვებიან"... :)))))))))))))
სრულიად ვეთანხმები თოლიას... მძიმედ აღსაქმელი ლექსია... მე კი გიოს ლექსების სიმსუბუქე მომწონს... ისეთი ლექსები, სულში რომ "შემოგელეკვებიან"... :)))))))))))))
4. კარგი ნაწერია! მოკითხვა ავტორს! გილოცავ ახალ წელს! კარგი ნაწერია! მოკითხვა ავტორს! გილოცავ ახალ წელს!
3. მძიმე თემა მშვენივრად დაწერილი მძიმე თემა მშვენივრად დაწერილი
2. ლ'ა ბოემ! ბომბაა! ლ`ა ბოემ! ბომბაა!
1. კარგი ლექსია!
რითმები, რიტმი, სიუჟეტი, ემოცია...
მიუხედავად იმისა, რომ თემა მძიმეა და შესაბამისად , მოიხდინა თხრობის ეს არცთუ მარტივი ფორმა, მაინც დამაკლდა ზედვაკელისეული ხელის სიმსუბუქე. კარგი ლექსია!
რითმები, რიტმი, სიუჟეტი, ემოცია...
მიუხედავად იმისა, რომ თემა მძიმეა და შესაბამისად , მოიხდინა თხრობის ეს არცთუ მარტივი ფორმა, მაინც დამაკლდა ზედვაკელისეული ხელის სიმსუბუქე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|