| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 27 დეკემბერი, 2014 |
თავშესაფარში
-უღრმესი მადლობა, ბატონო გიგი! მთელი ჩვენი კოლექტივისა და ჩვენი ბავშვების სახელით. თქვენისთანების თანადგომა რომ არა, როგორ შევძლებდით ამდენ პრობლემასთან გამკლავებას. -რას ბრძანებთ, ეს ჩვენი- მესამე სექტორის პირდაპირი მოვალეობაა. რომ იცოდეთ, რა რთულია დონორებთან ურთიერთობა, ათას ფორმალობას ითხოვენ. ძნელად ესმით ჩვენი რეალობა. -წარმომიდგენია, რამდენი წვალება გიწევთ. -წვალება იქით იყოს, ისევ ჩვენი ბენეფიციარები ზარალდებიან. -ხომ არ ამობრძანდებოდით ზემოთ, უფრო კომფორტულ გარემოში ვისაუბრებდით? -არა, ეზოში სჯობია, ბავშვებსაც გავესაუბრები ცოტას. ღმერთო, რა საყვარლები არიან. -კაბინეტში ამოვიყვან ვისაც გნებავთ! -არა, იცით მეგობრებს ველოდებით ტელევიზიებიდან და მერე იყოს. აქ გადავიღებთ. მშვენიერი ბაღი გქონიათ. -ეს გერმანელი კოლეგების პროექტით გაკეთდა. -ისა, ალბათ, ერთი ეტლით მოსარგებლე მოზრდილი ბავშვიც დაგვჭირდება. რაღაც ისეთი ფაქტურით, ხომ ხვდებით. ორიოდე მადლიერების სიტყვა რომ შეძლოს. -პრობლემა არ არის. აბა, მე დაგტოვებთ დროებით. -ლანა, არ მოვიდნენ? -ჯერ არ სჩანან. -კი მაგრამ ხომ დაურეკე ორი დღით ადრე. -როგორ არა, გიგი. საინფორმაციო სააგენტოშიც გავაგზავნე გასავრცელებლად და პირადადაც ველაპარაკე ტვ 15-ის მენეჯერს. -აბა, რა დაემართათ! ერთი ის ბავშვები მოაცილე მანქანას. ალბათ ბაღში სჯობს გადაღება, არა? შენ რას იტყვი? -მე მგონი კი, კარგი ანტურაჟია. -ა ეს ბანალური სიუჟეტები არ მინდა. ცოტა ორიგინალური რომ იყოს. რესპოდენტიც ცოტა ნორმალური. -პრობლემა არ არის. -როდემდე უნდა ველოდოთ, ნერვები მეშლება. -მოვლენ ალბათ. -ალბათ პასუხი არ არის. -მე რა გავაკეთო, არ მესმის. -ამაშია საქმე. ეკას მაინც თუ დაურეკე? -კი მაგრამ არ პასუხობს. -საგიჟეთია რა! ნახევარ საათში ივენთზე მელოდებიან. ერთი იმ ტიპს დაუძახე. რა ჰქვია,. დირექტორს რა! -გისმენთ, ბატონო გიგი! არ მოვიდნენ თქვენი ტელევიზიები? -ჯერ არ სჩანან. მე პირადად დიდ ბოდიშს გიხდით ამ გაუგებრობისთვის.ყველაფერს დავარიგებთ თავის დროზე.როგორ შეიძლება ამ ბავშვებს გვერდში არ დაუდგე. საზოგადოების სულიერი სიჯანსაღე ხომ მათდამი ჩვენი დამოკიდებულებით განისაზღვრება. ისინი იმიტომ მოგვივლინა ღმერთმა, სიყვარული რომ გვასწავლონ. ასე არ არის ქალბატონო... -ხათუნა. -დიახ, ქალბატონო ხათუნა! -მართალს ბრძანებთ. ჩვენი ბავშვები... -ერთი წუთით, ლანა, არ დაურეკე? -არავინ არ იღებს, არ ვიცი რა ხდება. -გამაგიჟებთ მე თქვენ. -მე რა შუაში ვარ! -აბა ვის მოვკითხო, კოორდინატორი შენა ხარ. უკაცრავად, შეგაწყვეტინეთ. -თუ რაიმე ფორმალობაა საჭირო... ბატონო გიგი... -არა ქალბატონო ხათუნა. უბრალოდ ძალიან არაორგანიზებულად გამოგვივიდა. ამდენი დროც არა მაქვს. ბოდიში უნდა მოგიხადოთ თქვენც და ბავშვებსაც. მაგრამ სწორად გაგვიგეთ. ჩვენ ახლა წავალთ და აუცილებლად დავბრუნდებით. წინასწარ დაგირეკავთ. -იქნებ გადმოგეტვირთათ. -არა, პროტოკოლს ვერ დავარღვევ. ყველაფერს თავისი წესი აქვს, მოგეხსენებათ. მკაცრი მონიტორინგია. ლანა, უთხარი სერგოს მოაბრუნოს მანქანა. მეტს ვეღარ დავიცდით. ვერ გადმოვტვირთავთ-თქო. -და იქნებ... -ვერა, ვერა, ქალბატონო, ჩვენც უნდა გაგვიგოთ! აი ეს ბროშურა გამომართვით, ჩვენი ორგანიზაციის შესახებაა. აბა, დროებით!..
2014, XI
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ალბათ ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ იქნებ არაფერია იმაში ცუდი, თუ ქველმოქმედება გაშუქდება. იქნებ ამით უფრო მეტ ხალხს გაუჩნდეს მისი კეთების სურვილი. თუკი მდიდარი ხალხი კამერის გარეშე არავის ეხმარება, დაე კამერის თანხლებით მაინც გააკეთონ ეს. თუმცა ზოგადად რა თქმა უნდა საშინელებაა, როცა მხოლოდ კამერაა მთავარი. ალბათ ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ იქნებ არაფერია იმაში ცუდი, თუ ქველმოქმედება გაშუქდება. იქნებ ამით უფრო მეტ ხალხს გაუჩნდეს მისი კეთების სურვილი. თუკი მდიდარი ხალხი კამერის გარეშე არავის ეხმარება, დაე კამერის თანხლებით მაინც გააკეთონ ეს. თუმცა ზოგადად რა თქმა უნდა საშინელებაა, როცა მხოლოდ კამერაა მთავარი.
8. კარგი იყო...:-* დროული... ჰო, ვიღაცამ უნდა თქვას ამ გამრუდებული წესების შესახებ, თორემ, ისე შეგვაჩვიეს...ლამის ბუნებრივი ამბავი მგონია, ის რომ ტელევიზიით უნდა გვიჩვენონ აუცილებლად, ვინ რამხელა ფუთით დაეხმარა გაჭირვებულებს...:))
კარგი იყო...:-* დროული... ჰო, ვიღაცამ უნდა თქვას ამ გამრუდებული წესების შესახებ, თორემ, ისე შეგვაჩვიეს...ლამის ბუნებრივი ამბავი მგონია, ის რომ ტელევიზიით უნდა გვიჩვენონ აუცილებლად, ვინ რამხელა ფუთით დაეხმარა გაჭირვებულებს...:))
7. - ვერა, ვერა, ქალბატონო, ჩვენც უნდა გაგვიგოთ! აი ეს ბროშურა გამომართვით, ჩვენი ორგანიზაციის შესახებაა....
დასახოცები ისინი არიან, ვინც ამას აკანონებს, თორემ შემსრულებელი, რა? ასე დააბარეს და რა ქნას?!
სამწუხარო რეალობაა... - ვერა, ვერა, ქალბატონო, ჩვენც უნდა გაგვიგოთ! აი ეს ბროშურა გამომართვით, ჩვენი ორგანიზაციის შესახებაა....
დასახოცები ისინი არიან, ვინც ამას აკანონებს, თორემ შემსრულებელი, რა? ასე დააბარეს და რა ქნას?!
სამწუხარო რეალობაა...
6. საწყალი ბავშვები, მწარე რეალობაა სამწუხაროდ საწყალი ბავშვები, მწარე რეალობაა სამწუხაროდ
5. სამწუხარო რეალობაა. სხვის დასანახად ვაკეთებთ სიკეთეს, სხვის დასანახად ვუთანაგრძნობთ, სხვის დასანახად ვცხოვრობთ, სხვის დასანახად ვგლოვობთ...
პატივისცემით, ტენდი სამწუხარო რეალობაა. სხვის დასანახად ვაკეთებთ სიკეთეს, სხვის დასანახად ვუთანაგრძნობთ, სხვის დასანახად ვცხოვრობთ, სხვის დასანახად ვგლოვობთ...
პატივისცემით, ტენდი
4. კარგი კრიტიკა-პუბლიციტიკა. კარგი კრიტიკა-პუბლიციტიკა.
3. კარგია, მაესტრო! კარგია, მაესტრო!
2. ხო, მეც მქონდა ერთხელ რაღაც მსგავსი შემთხვევა აი ოსებს რომ ყავდათ 4 ბავშვი მოტაცებულიალბათ 4 თუ 5 წლის წინ იყო ეს ამბავი ხო, მეც მქონდა ერთხელ რაღაც მსგავსი შემთხვევა აი ოსებს რომ ყავდათ 4 ბავშვი მოტაცებულიალბათ 4 თუ 5 წლის წინ იყო ეს ამბავი
1. როცა კამერა მთავარია. ( როცა კამერა მთავარია. (
|
|
მონაცემები არ არის |
|
|