ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2015


სა(უ)ახალწლო

ღამის უნაპირო ცა
შუშხუნებით ელავს...
რა თქმა უნდა, გილოცავთ,
რა თქმა უნდა, ყველას!

აქ - დაცლაზე სასმისი,
დაზნექილა სუფრა...
იქ - არ ესმის ცას მისი,
ვინც მარტოა, უბრად.

აღარც ტკბილი დაქალი,
აღარც გულით ქება -
- ასე - წელი ახალი
უახალწლოდ დგება.

დარდით განახელები
ვიღას ექეიფოს!
იქნებ ცივი ხელები
გულზე დაიკრიფოს...

მარტო გამოკეტილი
ვინც არავის ელის,
მისთვის იყოს კეთილი
ეს ახალი წელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები