ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2015


ლიბიდო

გილოცავ ახალ წელს პრინცესებს შორის ყველაზე პრინცესავ,
დაესწარ მრავალს და იხარე,იხარე,გფარავდეს უფალი,
მომეცი ხელი და თუ გინდა დილამდე,დილამდე ვიცეკვოთ,
ვიცეკვოთ დილამდე ტბის პირას,ტირიფი,მთვარე და დუმფარა..

მერე კი,მერე კი,მერე კი,მერე კი იწყება ბედობა,
იწყება თოვა და პირველი თოვლივით,თოვლივით გიბედებ,
ტირიფის ტოტებზე სხდებიან მტირალა ფიფქების გედები,
სხდებიან გედები ტუჩებზეც,დნებიან...გიბრწყინავს ლიბიდო...

გულში კი (ვიწვებით) მინთია,გინთია გრძნობების ხანძარი,
და შენი თითები ნატიფი,მთრთოლვარე,თოვლივით თითები,
დაცურავს სივრცეში,დაეძებს უჩინარ სულების ფანჯარას,
პოულობ, გააღებ, გავდივართ.... ლამაზი,ლამაზი მითია...

გილოცავ ახალ წელს,ბედობას, გილოცავ,გილოცავ,გილოცავ!

                                                            დმ.01.01.2015წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები