ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


  ჩამოტვირთვა

მარადიულის განცდა

ეს ჰგავს სიყვარულს იმისას
რაც არასდროს მინახავს ორი თვალით,
ეს საკუთარი თავის მონატრებას ჰგავს,
ყველაზე შიგნით მყოფის მონატრებას,
ეს არის წვიმა წითელი ღრუბლებიდან,
როცა კვიპაროსის ფესვებიდან ორი გველი
ამოდის და ერთად მიდის წვერისკენ,
როცა ერთია მიწა და ოქრო
როცა აღარაა საფეხურები და
ზემოთ მიფრინავ,
მშვენიერება სამოსია ჩემი,
და სინათლე მოძრაობს ძარღვებში,
ქარია ჩემს ტერფთა სადგმელი
და კოსმოსი ჩემი სამოსელი,
არ ვიბრძვი და არ ვეცემი
არამედ ვსუფევ,
რადგან მე ვარ მიზანი
მე ვარ ყოველთა სასწორი,
ღიაა მწვანე სასახლის
ვარდისფერი დარბაზი
არაფერს ვფლობ და ვერავინ მფლობს მე
რადგან მე ვარ მიზანი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს